მოგვაშორეთ უნდიები! ცხოვრება ჩვენც გვინდია!

nayari venaxshi
akacia
veshapi
nayari venaxshi

   ჩემიაო მთა და ბარი! გაიძახის მინდია!
მოგვაშორეთ უნდიები! ცხოვრება ჩვენც გვინდია!
გლეხები ხომ აღარა ვართ, ფერმერამდეც გვიკლია.
ხოჭო, ობი, ვარვა, ჭირი... დაგვემატა მინდია.

   ჩემს ეზოში ბომბს დავდებო, მომიყვანა მინდიამ
სად ვანი და სად სენაკი? თავში ქვებიც გიხლიათ!
ჩემსას ვიცავ, ჩემს სოფელში, არავისი მინდია.
მე აქ ვცხოვრობ! ბიზნესმენი მინდია ვინ მიგდია?

   სოფელში კაცს საარსებოდ, ბევრი გამოუცდია,
გზას დამდგარა, შრომით, გარჯით, სიყვარულით უქნია.
ძველს ვაგინებთ, ახალი კი ჩაუვარდათ უნდიებს
სოფელი და ბიზნესები-ღმერთს შორი შორს უქნია!


    ვცხოვრობ მჭიდროდ დასახლებული სოფლის ცენტრში. ვერაფერი ბაზით, ფუტკარი, რომ ვერ ერეოდეს ვერ დავიტრაბახებ. ჩემს გარდა სხვებსაც ყავს ფუტკარი, გვყავს სტუმრებიც, სხვა სოფლებიდან-არასდროს არავისთან , რომ შეუთანხმებია ფუტკრის მოყვანა ან დასმა. ვიცი არიან კიდევ მსურველები ჩვენი ტერიტორიის ათვისებას, რომ აპირებენ... ამას ბოლო არ უჩანს. საუბარი არ მაქვს მთაბარობაზე...
   წელს მინდია ქავთარაძემ, მეორე დონის კოოპერატივი "თაფლი საჩინო", დასვა ჩვენთან 144 ფუტკრის ოჯახი. 
   არასწორ საქციელად მიმაჩნია ადგილობრივი მეფუტკრის დაუკითხავად, თუნდაც საქმის კურსში ჩაუყენებლად მსგავსი საქციელი. 
   პრობლემა მარტო მე არ მეხება.
   დღესასწაულების გათვალისწინებით, დღევანდელი წერილი მსუბუქად, "ლაითად" აშუქებს პრობლემას. 
   ყველას წარმატებებს გისურვებთ!
   მადლობა!
   გაგრძელება იქნება))

თემა: