2019-ის მარტისთვის მდგომარეობა ჩემს საფუტკრეში

20.03.2019

   ცუდად არის მეთქი საქმე არასდროს მითქვამს და ნურც მათქმევინოს ღმერთმა! საქმე უარესობისკენ რომ მიდის ამას დიდი ხანია ვამბობ(დამტკიცებაც შემიძლია. ამისთვის დიდი ანალიტიკოსი, ჩვენებურად-მიშნაღურა, არაა აუცილებელი, რომ იყო). ბოლო 4-5 წელია ცუდისკენ სვლის ტემპმა მოიმატა. იმედია ამ გაზაფხულიდან უკეთესობისკენ შემოვტრიალდებით. რუბრიკა ,,პრობლემები მეფუტკრეობაში" გამორთული მაქვს ბოლო კვირაა და მინდა მჯეროდეს არ მექნება გასააქტიურებელი. ფუტკრის მდგომარეობა, რომ არ მომწონს 15.09.2017-ის ჩემს სტატიაშიც წერია.
   შარშან ახალი შემოსული იყო ოქროსწკეპლა, როდესაც საფუტკრეში შეუძლებელი გახდა მუშაობა-ფუტკარი ძალიან აგრესიული გახდა. მივატოვე ფუტკარი და საერთოდ არ გამიხსნია წლევანდელ მარტის თვემდე. გადავწყვიტე საგრძნობლად შემემცირებინა საფუტკრე, ეს უკვე ბოლო წვეთი იყო. მოვძებნე კიდეც მყიდველი. საქონელი, რომ გაყიდო, გარკვეულ პირობებს უნდა პასუხობდეს, დავშალე სკები და ჩავატარე წამლობა ტკიპას საწინააღმდეგოდ ვაროკომით, თან ვაფასებდი ჩემი ფუტკრის ოჯახების მდგომარეობას.
tkipa
    უნდა ავღნიშნო:  მთელი საქართველოდან ვგებულობდი, რომ ტკიპა მძვინვარებდა, რომ ფუტკარი სუსტი იყო, რომ ფუტკრის ოჯახების დაცემის ფაქტები ძალიან ხშირი იყო.
    თავიდანვე მინდა ავღნიშნო, რომ ჩემი აზრით, საერთო მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებულმა წამლობებმა. 
    მე 72-იდან ერთი ოჯახი დამაკლდა. რაც  საერთოდ არ ნიშნავს, რომ ჩემი საფუტკრის მდგომარეობით კმაყოფილი ვარ. 2018-ში, ზუსტად ფუტკრის ოჯახების ცუდი მდგომარეობის, საპასუხოდ საფუტკრე თითქმის გავაორმაგე, ფუტკრის საერთო, სასურველი, ჩვეული მასა რომ შემექმნა. დარწმუნებული ვარ ამანაც იმოქმედა ჩემი სკის ოჯახების გამოზამთრებაზე.
    რაც არ უნდა კორექტულად ჩატარდეს წელს წამლობები, რაც არ უნდა შეიცვალოს საერთო სიტუაცია ზოგადად ქართულ მეფუტკრეობაში, ცალკე ჩემი სოფლის მდგომარეობა, მე მაინც შევამცირებ ჩემს საფუტკრეს, იმიტომ, რომ ღმერთის წყალობით სხვა საქმეშიც შემიძლია დავიხარჯო. თავის დროზე სიმინდი მივატოვე ფუტკრისთვის რომ მეტად მომეცალა-გავყიდე ტრაქტორი, ყველა მოწყობილობით, სიმინდის საფშვნელი(3 ფაზიანი)....
    სულ უფუტკროდ წელს არ დავრჩები.  შემდეგში გადავხედავ-გამრავლება არაა ფუტკრის ძნელი, თუ პირობები იქნა. ჩემი თაფლის მომხმარებელსაც  ვერ ვუღალატებ.

20.03.19
ფუტკარს აქვს ძველი, მოაქვს ახალი თაფლი, ჭეო..

axali Tapli

ზოგმა საკუჭნაოს ავსებაც დაიწყო.
picha

ზოგი ფიჭას აშენებს. ვნახეთ მამლებიც, გადაბეჭდილი მამალი ბარტყიც და სადედე ჯამებიც.
saerTo suraTi
საერთი, ზოგადი სურათი მაინც ასეთია.

   ამ და ნებისმიერი სხვა სტატიის განხილვა ჩემი საიტიდან, შესაძლებელია ფეისბუქ ჯგუფში - Tapli.ge(თაფლი.ჯი)