6. აა პაპავას კოდი

z-warmoudgeniaT

   ორი წინადადება და ერთი აბზაცი გავარჩიე ,,ასოციაციის'' გვერდიდან, აა პაპავას ნათარგმნი. ჩემს ბოლო პოსტში, შეცდომა რამე არ გამომეპაროს მეთქი და სტატიაში - ,,ვაროასთან კომპლექსური ბრძოლის IPM მეთოდი'', გამოყენებული: ,,დამღუპველი ზღვარი"-ის აზრის, შინაარსის დასაზუსტებლად, აა პაპავას ტექსტს ზევით ავყევი, გადასამოწმებლად.  ერთ პატარა აბზაცში უწერია:,,კრიტიკული ზღვარის", ,,კრიტიკული ზღვარი", ,,განადგურების ზღვრამდე",  ,,გამოუსწორებელ ზიანს",  ,,კრიტიკული ზღვრის"....,  აბზაცის ბოლო, შემაჯამებელი, დასკვნითი წინადადება, რომელმაც ყველა ზღვარი დამავიწყა - ,,მეფუტკრეობა არც ისე ადვილია როგორც ზოგიერთებს წარმოუდგენიათ...!!!".   ვისაც  ჯერა, რომ აა პაპავას მიერ მითითებულ წყაროში  შეიძლებოდა მსგავსი წინადადება ყოფილიყო მათთვის მომყავს ორიგინალი: ,,In beekeeping, this is not as easy as in row crops, but it is still possible." დიდი ინგლისურის ცოდნა არ უნდა ამ ორი წინადადების ,,დიფერენცირებას".
   რაც მე წამიკითხია აა პაპავას წინადადებები, მათ შორის-,,მეფუტკრეობა არც ისე ადვილია როგორც ზოგიერთებს წარმოუდგენიათ...!!!", ყველაზე დალაგებული და აზრიანია(სასვენი ნიშანი, მძიმე,  არაა პრობლება, ადვილიას შემდეგ და აზრის მართებულობაზეც აქ ვერ ვისაუბრებ), მაგრამ წყაროში სულ სხვა რამე წერია. თან თუ გავითვალისწინებთ სამწერტილსა და სამ ძახილის ნიშანს,(...!!!) 
აბზაცის ბოლოში, ერთი წერტილის ნაცვლად(წყაროში)-ეს ვერ იქნება შეცდომა. ერთადერთი დასკვნა: მთელს აბდაუბდაში, გზავნილი(მესიჯი) აა პაპავასაგან - ,,მეფუტკრეობა არც ისე ადვილია როგორც ზოგიერთებს წარმოუდგენიათ...!!!",  ესეც   აა პაპავას კოდი.
   ვინ იგულისხმება ,,ზოგიერთებში"? ის, ვინც არ მიემატა მეფუტკრეთა არმიას, დარწმუნებული ვარ მეფუტკრეობა ადვილ საქმედ არ მიაჩნია(იმიტომაც შეიკავა თავი, მაცდური პოლიტიკის მიუხედავად). მეფუტკრეები კარგახანია ხედავენ რაშიცაა საქმე. მე 3 წლის წინ შევპირდი თვითონ აა პაპავას და ვასრულებ ჩემს სიტყვას, ვამცირებ საფუტკრეს. ბევრმა გააუქმა ან ამცირებს, ბევრმაც-რა ვუყოო ამ ფუტკარს?
   ფუტკრიანი და უფუტკრო, მუშა, მშრომელი ხალხი გამოირიცხა, დარჩა უფროსობა. მათთან რა გაუჭირდა აა პაპავას, როდის მერე? რათ უნდა მას, მათთან, მიკიბულ-მოკიბული?

zogiertebi

      კაცს ტექსტი ვერ გაგიაზრებია, შინაარსს ვერ ჩამწვდარხარ და სხვას ასწავლი, ისედაც თავგზა აბნეულ ხალხს, ტვინს უმღვრევ - ეს მავნებლობაა.
   როდესაც შეცდომაზე მიგითითებენ და თითს არ ანძრევ შესასწორებლად, ეს უკვე შეგნრბული მავნებლობაა...!!!

   
                                       მაინც დანაშაულია
               ონკანიდან წყალი მოდის, ატალახდა მთელი ეზო
                სუყველაფერს ხედავს გია, სუყველაფერს ხედავს რეზო,
                ორივენი ღია ონკანს აუვლიან, ჩაუვლიან,
                ხომ არაფერს აშავებენ - მაინც დანაშაულია! 
                                                                          ავთანდილ გურგენიძე 


        მე ახალი არაფერი მომიგონია,  ჩემი ვალი მოვიხადე, ვნახე შეცდომები და მივუთითე საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებას, მათსავე ფეისბუქ გვერდზე. მადლობის  ნაცვლად წაშალეს ჩემი კომენტარები. ვნახოთ აქედან როგორ წაშლიან.     11.11.2020წ.

         ამ და ნებისმიერი სხვა სტატიის განხილვა ჩემი საიტიდან, შესაძლებელია ფეისბუქ ჯგუფში - Tapli.ge(თაფლი.ჯი)