თაფლი

tapli

   თაფლი მობეჭდილ ფიჭაში. ასეთ თაფლს მწიფეს ვეძახით და ვიცით, ის დიდხანს ინახება: საუკუნეები, ათასწლეულები...მინიმუმ მესამედი გადაბეჭდილი თაფლის შემთხვევაში, შეიძლება თაფლის დაწურვა-ასე მასწავლეს.  მწიფე თაფლი მძიმეა, მას ადვილად ცნობს, გრძნობს მეფუტკრე.

sveli

   სკაში მოტანილი და ფიჭებში ჩასხმული ნექტარი ცოცხალია. მასში იდეალურად მრავლდება სპირტის წარმომქმნელი საფუარი (Дрожжи спиртовые). ეს, როგორც მინიმუმი. ფუტკარი იძულებულია გამოაშროს წყალი და დაასქელოს ტკბილი სითხე იმ ზომამდე, რომ ყველაფერმა ცოცხალმა მასში დაიძინოს. ყველამ ვიცით, რომ დილით სასარგებლოა მივირთვათ თაფლიანი წყალი, რომელსაც წინასწარ ვამზადებთ, 8-12 საათით ადრე. მე ვფიქრობ ეს ის დროა, რაც თაფლში სიცოცხლის გაღვიძებას ჭირდება. მთავარი მომენტი-წყალი თბილი უნდა იყოს-ოთახის ტემპერატურის, დალევის დროსაც.

skashi_3

   რაც არ უნდა მწიფე იყოს თაფლი: უნდა მოვარიდოთ მზის სხივებს, დავიცვათ გადახურებისაგან და სასურველია ნულზე დაბალი ტემპერატურისგანაც, აუცილებელია ჰერმეტული ჭურჭელი, რომელიც რეაქციაში არ შევა მასთან...ფუტკარი ამას ყველაფერს ახერხებს, როგორც წესი.

skashi_4

ხშირად ფუტკრის შესაძლებლობებს ვერ ვაფასებთ სათანადოდ, არასაკმარისი რაოდენობა ჩარჩოების სკაში -ჩემი პრობლემაა, ფუტკარი მოძებნის სად ჩაასხას თაფლი და გამოზარდოს ბარტყი. სკის და შემდეგ ჩარჩოების მრავალფეროვნება კაცმა თავისთვის მოიფიქრა, საქმის გასაადვილებლად. ცნობილია გამოთქმა: სკა უნდა იყოს მოხერხებული მეფუტკრისათვის და ასატანი ფუტკრებისთვის. საწყალი ფუტკრები...

otaxi_9

თაფლის ამოტანისას, მაქსიმალურად ვცდილობთ მუშა ბარტყი არ დავაზიანით. მამალ ბარტყს ასე არ ვუფრთხილდებით- მათ გამოსაზრდელად და გამოსაკვებად უამრავი შრომა იხარჯება. მათ ნექტარის აღებაც არ შეუძლიათ, თავის შესანახად. არც ნესტარი გააჩნიათ-თავის დასაცავად...

otaxi_4

   მთავარი ღალის დროს ხშირად ჩარჩოებს ერთმანეთს ვაშორებთ. შედეგად ჩვეულებრივზე სქელ ფიჭებს ვღებულობთ, რომელთა დამუშავებაც, ფიჭის სახურავების (Забрус) ათლა, დაწურვის წინ უფრო ადვილია. ზოგიერთი მონაცემით: ანათალი 20-ჯერ მეტ ფერმენტ ლიზოციმს შეიცავს, ვიდრე მისგან დაწურული თაფლი და 140-ჯერ მეტს, ვიდრე ციბრუტით დაწურული.

otaxi_24

ბუდეს საკუჭნაოს (მაგაზინს) ვადგამთ, 145მმ სიმაღლის ჩარჩოებით, მთავარი ღალის შემდეგ ასე გამოიყურებიან ისინი.

zako

ორი საკუჭნაოს დადგმის დროს, მათში ბუდის რამკებსაც (300მმ.სიმაღლის) ვალაგებთ, რომლებსაც არანაკლები მონდომებით ავსებენ ფუტკრები თაფლით. როგორც წესი, ფუტკარი ზევიდან იწყებს მშენებლობას, ჩარჩოს ათვისებას და თაფლის ჩასხმას, მობეჭდვას, მაგრამ ასეც ხდება-ქვევიდან, ზევით.

otaxi_19

თაფლის დასაწური ოთახი დაცული უნდა იყოს ფუტკრებისაგან, არ უნდა იყოს ცივი. დაგვჭირდება თაროები-თაფლიანი და შემდეგ თაფლისგან დაწურული ჩარჩოების ჩამოსალაგებლად.

otaxi_5

დაგვჭირდება ფიჭის მობეჭდილი სახურავების-ანათალის (Забрус) ასათლელი მაგიდა. მაქვს ელექტრო დანაც, რომელიც ზევიდან მაგრდება და აადვილებს საქმეს, მაგრამ სულ ერთხელ მაქვს ნახმარი, არ მომწონს, ჯერ ვერევით მექანიკური დანით.

otaxi_10

ციბრუტი- ყველა მეფუტკრეს სიამაყე. ჩემამდე დაღლილი მოვიდა უკვე და სატრიალებელი მექანიზმი მალევე მოიშალა, იძულებული ვიყავი ელექტრო მოტორი დამეყენებინა,  მაშინ ამის დიდი აუცილებლობა არ იყო- ხელით ტრიალი სიამოვნებას გვანიჭებდა. აქ ალუმინი და რკინაა გამოყენებული, მინახია მოთუთიებული (оцинкованная медогонка) ციბრუტებიც, რითი ფიქრობდნენ კომუნისტები? იმედია იტრიალებს ჩემი ციბრუტი მანამ, სანამ ახალ, ევროპულ სტანდარდებზე გადავალთ, ბევრი არ დარჩა.

3nairi

შარშან, 2016-ში სამნაირი თაფლი გამოვიტანეთ: მაისის, ადრე ზაფხულის და გვიანი ზაფხულის. შემოდგომაზე ჩვენთვის ვერ მოიცალა ფუტკარმა-თავისი თავისთვის იზრუნა მხოლოდ.

მაისის თაფლი- ძირითადად აკაციის თაფლია ჩვენთან. გააჩნია წელს ზოგჯერ ადრეა, ზოგჯერ გვიან. შარშან თავიდან მშვენივრად გამოისხა აკაციამ ყვავილი, მაგრამ შემდეგ სიცივეები დაიკავა. ჩემთან 2016-ში წინა წელთან შედარებით, მესამედი იყო მხოლოდ მაისის თაფლი და ფერიც უფრო მუქი ქონდა.

manana_6

როდესაც ზაფხულის დღე ცხელია და ღამე გრილი, ყველა ხის ფოთოლზე ტკბილი სითხე გამოიყოფა. მისგან ფუტკარი მანანას თაფლს ამზადებს. ასეთი თაფლი შედარებით ნაკლებ შაქრებს შეიცავს, სამაგიეროდ მდიდარია ცილებით, მიკროელემენტებით... მე ვამბობ: ბინძურია ყველაფერი კარგით. არ ვიცი ზაფხულში მოტანილ თაფლში რამდენია მანანას წილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ურევია.

oqroswkepla

ოქროს წკეპლას (Золотая розга, золотарник) თაფლი რამდენიმე წელია რაც გავიცანით. ეს მცენარე საერთოდ არ იყო ჩვენთან გავრცელებული. ზოგიერთ წელს უხვი მოსავალი იცის, შარშან თითქმის არ მოუტანია ფუტკარს საჩვენოდ არაფერი. გლუკოზის მაღალი შემცველობის გამო ძალიან მალე შაქრდება, აქვსო სამკურნალო თვისებები, ამბობენ. მე ვიცი-კარგი არაყი გამოდის.