ერთი თვე შეგვისრულდა

xboebi

ამ სურატზე 20 დღისანი არიან. პირველი დღეები, პირველი თვე, ძალიან მნიშვნელოვანია ხბოებისთვის. დიდი ყურადღება და მონდომებაა საჭირო. ხბოებიც ვალში არ დაგრჩებიან- შესაბამისი ტემპით იზრდებიან.
1tve
აქ უკვე  ერთი სვისანი. ხარი არ ყოფნით ერთ ჭამაზე!!!))) ძროხას რძე ხბოსთვისა აქვს. ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ, რომ ცოტა მეტი მოიწველოს. 
ასეა საერთოდ. თითქმის სამი თვე ველოდით და სადაა რძე? ორ ხბოს ყოფნის და ისიც ძლივს-ყოველ დღე ეზრდებათ აპეტიტი)). შევიძინეთ სპეციალური საკვები ხბოებისათვის-რძის ფხვნილი, ბატონი მიხეილ ჭიჭაყუას რჩევით და მეათე დღიდან დავუწყეთ კვება. მართალია დააგდეს ოდნავ ზრდის ტემპი, პირველ 2-3 დღეში მაგრამ შემდეგ გამოსწორდნენ.
მხოლოდ დილით ვაძლევთ დედის რძეს-დანარჩენი ჩვენ)).
k^tunia
ესეც ტყუპი ბიჭების დედა კ^ტუნია-მაისში გახდება 3 წლის. პირველი გოგო მოიგო. სულ თვალებში გვიყურებს.  გამოქანდება კუნტრუშით, როცა საჭმელზე ვუძახი. მაშინ მთლიანად მის კეთილგონიერების იმედზე ვარ)). ღმერთის წყალობით, ჯერ არ დამტაკებია დროზე ჩერდება ყოველთვის.
rodis
როდის უნდა დაჭკვიანდეს? როდის გახდება ძროხა? ))) ასე იყო პატარაც)))