როდის გამოვხადოთ საარაყე მასა?

areometr

   იყო შეკითხვა: გამარჯობა. წავიკითხე თქვენი რჩევა „როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი“ყველაფერი გასაგებად წერია.მაგრამ მაინტერესებს ადუღებიდან რამდენი დღის შემდეგ შეიძლება რომ გამოვხადოთ?
   არის სპეციალური ხელსაწყო-არეომეტრი, რომელიც სითხის სიმკვრიველ ზომავს.
saxaromer
ეს არეომეტრი გვიჩვენებს სითხეში შაქრის შემცველობას 0-25%. თავიდან სითხე უფრო სქელია(სიროპი). დუღილის შემდეგ შაქარი გადადის სპირტში და სითხეც ნაკლებად მკვრივი ხდება, შესაბამისად, არეომეტრიც უფრო ღრმად იძირება. ე. ი. ვხედავთ, როგორ კლებულობს შაქრის და ამავდროულად იზრდება ალკოჰოლის შემცველობა.
spirtomer
ესეც არეომეტრის მეორე მხარე. როდესაც შაქარი მაქსიმუმს აჩვენებს-სპირტი ნულის ტოლია და პირიქით...
ჩემი აზრით განხილული ხელსაწყო სიზუსტისაგან შორსაა, მაგრამ ცვლილებების ჩვენება ნამდვილად შეუძლია: თუ როგორ იცვლება სითხის სიმკვრივე და იცვლება თუ არა საერთოდ.
თაფლის არაყის დამზადება-ში მიწერია: თაფლის ღვინო მზადაა მოსადუღებლად, როდესაც მასში ნახშირორჟანგის გამოყოფა შეწყდება.
დღეს უკვე ხელსაწყოც დავამატეთ, დაიხვეწა საქმე))
   სურათებზე ფუტკარი წყალს იღებს.

   ამ და ნებისმიერი სხვა სტატიის განხილვა ჩემი საიტიდან, შესაძლებელია ფეისბუქ ჯგუფში - Tapli.ge(თაფლი.ჯი)