უსაფრთხო თაფლი, არაჯანსაღი საკვები???

usaprtxo tapli

   რამდენადაც მახსოვს, პირველი დარტყმა მეფუტკრეებმა ღია საპირფარეშოების, საქონლის სადგომების....  გამო მივიღეთ, დავდექით გადაულახავი პრობლემის წინაშე....
   შემდეგ თემა მალევე  დავიწყებას მიეცა, თითქმის და ანტიბიოტიკებმა წამოყვეს თავი-გვიმტკიცებდნენ, რომ ფიჭიდან, ცვილიდან, სკიდან.... ,,ანტების" კვალი თითქმის არ ქრებაო. ლაბორატორიამაც ცუდი შედეგები გვაჩვენა- მაშინ ჩვენი თაფლი მოიწონეს. საბედნიეროდ ერთ წელში კარდინალურად ,,შეიცვალა" სიტუაცია და ლაბორატორიამ მშვენიერი შედეგები გვიჩვენა.
   იყო ამერიკელი ჯონსონი, რომელმაც ყველა ,,ჩარჩოიანი მეფუტკრე" გაგვლანძღა. შიგადაშიგ ხშირად ჩაგვძახებდნენ: ზარმაცები, უცოდინრები, არაკეთილსინდისიერები... ხართო.  მეფუტკრე ექსპერტსაც მოვუსმინე, რომელმაც თქვა, რომ თუ კონტროლი შესუსტდა, მეფუტკრე მოგატყუებსო და მაგალითი მოიყვანა: ერთი და იგივე საფუტკრედან ყოველთვის ერთი და იმავე ხარისხის თაფლს არ მაწვდიანო.  ზუსტად ესაა მთავარი ჩვენი ნაკლი: არ გვაქვს სტანდარტული პროდუქტი, შეფუთვა, მიწოდება... ვერც გვექნება-ეს სოფელია და ბუნებაზე ვართ დამოკიდებული: თაფლი ისეთი გვაქვს, როგორსაც ფუტკარი მოიტანს, ყველი ისეთი, როგორსაც რძეს მოგვცემს ძროხა, მოსავალი ამინდზეა დამოკიდებული. არასტანდარტული, არასტაბილური გადასახადი კიდევ არა საინტერესო და დაიწყო ბიზნესმენების შექმნა ჩამოყალიბება სოფლის ბაზაზე.
   სტანდარტებიდან გამომდინარე უსაფრთხოა ის, რაც დახლებზე ადვილად ხვდება და ჩემი სტანდარტით კი მათი დიდი უმეტესობა არაჯანსაღი და საფრთხის შემცველია((
   სწორედ ამიტომ, ფბ. მეგობარის პოსტზე 3-4 დღის წინ, სადაც უსაფრთხო სოფლის მეურნეობის განვითარებაზე წერდა, კომენტარი გავაკეთე, შემდეგ ველაპარაკე კიდეც. სამწუხაროდ პოსტი წაიშალა-იქ ერთერთმა სიტყვა ,,აფერისტი" იხმარა...
   არ ვიცი, აფერისტობასთან, მავნებლობასთან, უცოდინრობასთან თუ ,,სტანდართებთან" გვაქვს საქმე, მაგრამ ფაქტია: დღეს აქცენტი არაჯანსაღ თაფლზე კეთდება(ხელოვნურად გამომშრალზე, გაფილტრულზე, მკვდარზე...) ზუსტად ეს გააჟღერეს მზარეულებმა კონკურსზე ზუსტად ეს იყო 72 ტონა თაფლის შემოტანის სურვილის მიზეზი, რუსეთიდან.

   ყოჩაღ ნანუ მაცაბერიძე, მეტის შანსი არ დაუტოვეს მასწავლებლებმა((. ჩვენი შანსი რამდენია საინტერესოა, ჩვენი პროფესიონალების ხელში?

   მითქვია და ვამბობ: სოფელს დახმარება უნდა და არა ხელის შეშლა. ბიზნესად და ფულის კეთების ინსტრუმენტად ნუ გადავაქცევთ სოფელს!!!
 

    ამ და ნებისმიერი სხვა სტატიის განხილვა ჩემი საიტიდან, შესაძლებელია ფეისბუქ ჯგუფში - Tapli.ge(თაფლი.ჯი)