ცოდნის, გამოცდილების გაზიარება

gaziareba

დღეს სტუმრად ვახუშტი ფარცვანია მყავდა, 300-ზე მეტი ფუტკრის ოჯახი ყავს....

წელს ფაროსანას პირველ წამლობამდე "ფუტკარას" თანამშრომელმა-გიორგი გახარიამ მომცა ვახუშტი ფარცვანიას და ზაზა ღურწკაას ტელეფონის ნომრები. გიორგის,  2-3 წლის წინ, ქალბატონმა ვენერა სტეფანიშვილმა დამაკავშირა.  მაშინ ყველას ვეკითხებოდი, მაინტერესებდა რისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად. ფაროსანამ ძალიან დიდი პრობლემები შეგვიქმნა... ყველამ დიდი გულისხმიერება გამოიჩინა ჩემს მიმართ, ამაზე ვწერდი კიდეც სოც.ქსელში.
ვახუშტი ფარცვანიას ვიდეოები, ფუტკართან დაკავშირებით-youtube-ზე ნანახი მქონდა და ჩემი აზრიც გამოვთქვი, ტელეფონით საუბრისას. მაშინვე გადაწყვიტა და დღეს განახორციელა კიდეც-მესტუმრა. დაინტერესდა სკის ძირით, სახურავით, კორპუსებით, ადგილობრივ ბაზით, როგორ ვცვლიდი დედებს....  მანახა თავისი ფუტკრის ვიდეო, მომიყვა თავისი გამოცდილება, გაიხსენა მამამისის სიტყვები-ფუტკრის მოვლასთან დაკავშირებით.  მოეწონა ჩემი ვენახი, არაყის მოსადუღებელი...   ხშირად ერთმანეთს ვუშლიდით საუბარში ხელს-ბევრია საინტერესო თემა.  

ხვალ სტუმრად "ფეისბუქის მეგობარს" ველოდები. დიდი გამოცდილების მეფუტკრეს, ძალიან კარგ ადამიანს. მგონი უკვე ნამდვილი მეგობრებიც ვართ)). 

მე მომხრე ვარ შეხვედრების, შეკრებების-ცოდნის, გამოცდილების, აზრების ერთმანეთამდე მიწვდენა ბევრად ეფექტურად გამოვა. სოც.ქსელში ერთი წელი არაა, რაც ვარ, აქტიურობს ამ მხრივ ლექსო ნასუაშვილი: "ძვირფასო მეფუტკრეებო კვირას 24 სექტემბერს 13 საათზე ქ. რუსთავში გეაპატიჟებით ჩემს საფუტკრეში"-დღევანდელი განცხადება.

კოროლიოვში მაქვს ნათამაშევი პეინტბოლი 2004-ში. კარგია ქალაქგარეთ, ბუნებაში, კომპიუტერის უმისოდ მეგობრობა...   ამასწინათ, დამირეკეს და მკითხეს, პასუხი გავეცი, შემდეგ გავუხსენე, ჩემთვის მიუღებელი კომენტარი, ფუტკრის მთაბარობასთან დაკავშირებით-ამიხსნა რა და როგორ დამართნია, ცოტა ვილაპარაკეთ და გაირკვა, რომ ერთი და იგივე ხედვა გვაქვს, არაფერი საწინააღმდეგო.
ამ წუთასაც მესენჯერით, მეკითხებიან-ფუტკრის გაყოფას. შევთანხმდით ხვალინდელ დღეზე-ტელეფონით საუბარზე.

ჩემთვის ძნელია სოც. ქსელის ფორმატით სერიოზული თემების განხილვა. ტელეფონიც არ შველის საქმეს, ხშირად....

საიტი  tapli.ge ცოდნის,  გამოცდილების გაზიარებას ემსახურება. თავიდან მხოლოდ სურათებს ვტვირთავდი, ბოლოს პატარ პატარა კომენტარები მოვაყოლე და მეფუტკრეობის ჯგუფებშიც გავწევრიანდი: ქართული ფუტკარი - Georgian bees და საქართველოს მეფუტკრეობა beekeeping of georgia .  

ხშირად მეფუტკრეს საიდუმლოების არგაცხადებას აბრალებდნენ, წინათ. დღეს არაა საიდუმლო. საიდუმლოს საიდუმლოდ შენახვა სპეც. სამსახურებს უჭირთ))