21 აგვისტოს შევედით საფუტკრეში, თითქმის ერთთვიანი შესვენების შემდეგ. მოვისვენეთ ცხელ დღეებში ჩვენც და ჩვენმა ფუტკარმაც-ჩვენსგან)).

ბილიკის მოძებვნა გაგვიჭირდა, ბალახს დაეფარა, წამოუყვია თავი, დრო უხელთია))

ბაღლინჯო, აზიური ფაროსანა-პირველი, რაც დაგვხვდა საფუტკრეში))

გაამართლა ჩვენი იმედები, ჩვენმა ფუტკარმა: საკუჭნაოში თაფლი...

ბუდის გვერდითა ჩარჩო-ლამაზი, მძიმე...

მძიმე როგორ არ იქნება: წნევის ქვეშ აქვთ მგონი ჩატუმბული ფიჭაში თაფლი, ასეთი სილამაზე იშვიათია.

ბუდის ჩარჩო, რომლის მხოლოდ კიდეებზე შემორჩენილა გადაბეჭდილი ბარტყი-სხვა განაწილებულა სკაში და საქმე გაუჩენიათ.

ჭეო, ბარტყის გამოსაზრდელი-საკმაოდ მოუზიდიათ.

კვერცხი, ფუმფლი-საწინდარი კარგი გამოზამთრების.

ეს ბარტყი ზამთრამდე მოასწრებს სუროს, ოქროეწკეპლას ნექტარის შემოტანას და თაფლად გადამუშავებას.

სუროც მალე იყვავილებს, თან აქვეა, არაა შორს გაფრენა საჭირო)).