400 ძირი ცოლიკოური ქონდა ბაბუაჩემს ძველ სენაკში. მეორე ბაბუას-მერხეულში 1000-ზე მეტი, ადესას არავინ ითვლიდა...
მაშინ 10 ოჯახიდან მინიმუმ 8-ვენახს უვლიდა.
გვქონდა და ეხლაც ვიყენებ ყურძნის საწურს, საწნახელს, არაყის მოსადუღებელ ქვაბს, მაცივარი(გეჯა,როფე) ხის იყო და შევცვალე. კასრს ძველს 1-ს ვიყენებ. ქვევრები ბევრი ხანია არ მიხმარია((
ახალი ვენახი მამაჩემმა 25 წლის წინ დარგო სულ 100 ძირია + 10 ძირი ოჯალეში.
ბევრი არაა, მაგრამ დიდი დრო მიაქვს მოვლას, ყურძენიც ისეთი არ მოდის, როგორც აღმოსავლეთში, მაგრამ ჩემია, ჩემი ცოლიკოური.
5-7 წელია ძველ მეთოდებს დავუბრუნდი-ახალ ქიმიაზე უარი ვთქვი. ვუვლი ძველებურად...
პირველი 100 კილოგრამი გუშინ გამოვკრიფეთ
ხვალ ფელამუშსაც გეახლებით))