დავრჩით ოცნების უმისოდ

ocneba

   წელს ბუნებრივი აირი (ბუნებრივი გაზი) ჩაგვირთეს. დიდი დრო, ენერგია გვეხარჯებოდა შეშის შეძენაში, დამუშავებაში.   გამოყენებაც სირთულებთან იყო დაკავშირებული. დროის, ენერგიის, თანხების ეკონომიას, დამატებული-კომფორტი. ვერაფერს ვიტყვი. მე ერთი მაინტერესებს-ჯეოსელს, ბილაინს, მაგთის თუ შეეძლოთ მობილური მომსახურების მოწოდება, ანძების დამონტაჟება გამართვა, გაზიც იგივე ბიზნესი არ არის. რატომ უნდა ვყოფილიყავით 21-ე საუკუნის მეხუთედი გაზის უმისოდ? ბიზნესი ფულს გააკეთებდა, ჩვენც ბევრად უკეთ ვიქნებოდიდით, მეტი გადასახადის, უფრო ადვილად გადახდას, ხომ შევძლებდით?
   ინტერნეტის მომავალი-ხარისხიანი, უფასო, ულიმიტო არისო. ჩვენ კიდევ მხოლოდ წელს ჩაგვირთეს ოპტიკური ბოჭკო.......
   გზის, ასფალტის საფარით დაფარვის საჭიროებაზე რა უნდა ვთქვა?
   მადლობის მეტი რა გვეთქმის?  ყველას ახდენოდეს ახლო მომავალში ისეთი ოცნება, როგორიცაა გაზი, წყალი, გზა, ინტერნეტი....
   ერთი სიტყვით-ასე უცებ და ერთბაშად ამდენი და ასეთი აუხდენელი ოცნების ახდენას, ვერაფრით წარმოვიდგენდი. მომავალ არჩევნებამდე მოვეგებით გონს, იმედია))