ხელოვნური ფიჭის დამზადება, ჩარჩოში ჩაკვრა

pilebi da picha

საიტზე ყველაზე აქტუალური თემა დღეისათვის: საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებას 

ცვილის მარაგისაგან დამზადებულ  ფილებს ხელოვნური ფიჭის დასამზადებლად ვიყენებთ.

matrica

ბრტყელმა ფირფიტებმა, გრავირების უმისოდ, არ გაამართლა. მატრივოქსის, რეზინის მატრიცები მოსკოვში ( ВДНХ ) შევიძინე, თითქმის 20 წლის უკან და ძალიან კმაყოფილიც ვიყავი. პატარა მოცულობის სამუშაოებისთვის გვყოფნიდა.

valcebi

 გერმანული წარმოების ეს დაზგა ძალიან ძველია, ,,ინსტრუქციამ" ჩემამდე ვერ მოაღწია. ჯერ კიდევ, როდესაც მატრიცებს ვხმარობდით, პრობლემა: ცვილი ეკრობა ზედაპირს, ერთჯერადი ცელოფნით მოვხსენით.  აქაც გამოცდილი გზა ავირჩიეთ. ცოტა დავხვეწეთ საქმე-ბორჯომის ბოთლებით)).

xelovnuripicha_22

თბილ, დარბილებულ ცვილის ფილას, წინასწარი გაბრტყელების უმისოდ ვატარებთ დაზგაში.

xelovnuripicha_15

ასეთ ფიჭას არც გარეცხვა და არც გაშრობა არ ჭირდება.

xelovnuripicha_26

ცვილის ლენტები სტანდარტულ ზომებად იჭრება.

xelovnuripicha_28

ნელ-ნელა, ჩვენი ფიჭა-ფიჭას ემსგავსება.

xelovnuripicha_7

მავთულს ვუყრით ჩარჩოში, რათა  ჩამაგრებულ ხელოვნურ ფიჭას მეტი სიმყარე ქონდეს.

xelovnuripicha_4

ფიჭას ვადებ მავთულებს, რომელშიც დაბალი ძაბვის დენს ვატარებ.

ვერც ერთი ფუტკრის ოჯახი, ასეთ ჩარჩოზე უარს ვერ იტყვის!!!