თაფლის ლუდისათვის, ისევე როგორც თაფლის ღვინოსათვის, თაფლის არაყისაგან განსხვავებით ნედლეული განსაკუთრებით უნდა შეირჩეს.
ჩემს თაფლის ლუდში ალკოჰოლი, სიტკბო, საკვები ნივთიერებები, გაზი(co2), ქაფი))..... ნატურალურია. ბოთლი არ მაქვს ჯერ საკუთარი))
ქართული ვიკიპედიის გარჩევას არ დავიწყების.... მე ასე ვიტყოდი:
ლუდი - ალკოჰოლური სასმელი, რომელშიც ალკოჰოლის მისაღებად საჭირო, სპირტული დუღილისათვის აუცილებელ შაქრებს ვღებულობთ პურეულის მარცვლებში არსებული სახამებლის, ალაოს(ძირითადად ქერის) მეშვეობით ფერმენტაციის გზით.
ლუდის ჩემი განსაზღვრებიდან გამომდინარე, რომელიც მიღების ტექნოლოგიას ეხება ძირითადად, თაფლის ლუდი, სულაც არაა ლუდი, მაგრამ საბოლოო პროდუქტი, მშვენიერი რამ არის და სხვა სახელი მე მისთვის ვერ მომიფიქრებია. არც სხვისგან მომისმენია რამე პრეტენზია)).
ამ და ნებისმიერი სხვა სტატიის განხილვა ჩემი საიტიდან, შესაძლებელია ფეისბუქ ჯგუფში - Tapli.ge(თაფლი.ჯი)