მიზეზთა მიზეზი, უმთავრესი))

shashxi
   საიტი tapli.ge-ს მთავარი მიზანია სიხარულის გაზიარება, რომელსაც გვანიჭებს, სოფელი. გვიწევს პრობლემებთანაც ჭიდილი და ვცდილობთ მინიმალურად, მაგრამ მაინც მივიქციოთ ყურადღება, აქტუალურობის ოდნავ დაკარგვასთან ერთად, ვშლით მსგავს პოსტებს საიტიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი გულშემატკივარი, ჩვენით შეცდომაში არ შევიდეს. გაუგებრობის, გაურკვევლობის შემთხვევაში ჩვენი ფბ. ჯგუფი   ყველასათვის ღიაა.
   ამ დღეებში ჩვენი ნაწარმი: 3 წლის ოჯალეში, თაფლი, ყველი, შებოლილები)).... მიუნჰენში დაგემოვნდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ჩვენ ვამაყობთ იმით, რასაც და როგორაც ვაკეთებთ. გვაქვს შედეგი და სხვებსაც ვუზიარებთ ცოდნას, გამოცდილებას, შედეგს, სიხარულს))
   ფუტკრის ოჯახების დაცემა, 250 000 ოჯახზე გავიდნენ, რაც საერთო რაოდენობის 60% შეადგენსო, დღეს მწვავედ განიხილება, არადა მივიღეთ ის რაც უნდა მომხდარიო.
   მიზეზებზე დავიწყე საუბარი, მხოლოდ იმიტომ, რომ პრობლემისათვის ყურადღება მიექცია ხალხს. მეტს გაეგო, რომ 2 წლის წინ  შევამცირე ჩემი საფუტკრე. მინდოდა გაფრთხილება უფრო ხმამაღლა გაჟღერებულიყო, რასაც კარგახანია ვამბობ და რის გამოც, 2019-ში, ძალიან მძიმე ჩემთვის ნაბიჯიც გადავდგი.
    დღეს უკვე გაფრთხილებას, მიზეზებზე საუბარს, აზრი არააქვს, ყველა ხედავს ფაქტს, რის წინაშეც ვდგევართ, მე უბრალოდ არსებულ სურათისათვის, ცოტა სხვა ფერებს გამოვიყენებდი:
    1. არ შეიძლება პრობლემის მოსაგვარებლად იმ კაცის ხედვით იხელმძღვანელო, ვინც პრობლემა შექმნა, გააღრმავა და უფსკრულისკენ მიგაქანებს:
    5 000 000 ლარი გავყოთ 250 000 ფუტკრის ოჯახზე, გამოდის 20 ლარი-თითო ფუტკრის ოჯახი. აქ სასაცილო-სატირალი აა პაპავას მათემატიკაში არ არის, ჩაიკარგა კაცი მილიონებში, მეც შეიძლება  იგივე დამმართნოდა, ასეთ ფულებთან)).   არც სხვაგან გაჟღერებული 50-60 მილიონია რეალობასთან ახლოს. საქმე მიდგომაშია. ასეთი ხედვა არასერიოზულია, რბილად, რომ ვთქვათ. ისე, ცოტა ჟურნალისტებსაც მოეთხოვება ალბათ: ცრუ ინფორმაციის გავრცელება, პროპაგანდისთვის. სტუდიაშიც შეიძლება ზოგი რამის გადამოწმება.
   5 მილიონზე მშვენიერი კომენტარი გაკეთდა, მაგრამ აქ არ მოვიყვან.
   მეორე აზრი უფრო მომწონს, გავაჟღერებ: სინამდვილეში ზარალი ნულის ტოლია, ნული იყო იმ ხელოვნური ასი ათასების ფასი და  კანონზომიერი ნულიც მიიღეს. დიდიხანი არ გასულა, წყალმა წაიღო, ქარის მოტალილი......  გავიარეთ, გვაქვს მაგალითები.      ჩვენი ფუტკარი აბა კაცს არ დაუთვლია.   
   ფუტკრის ოჯახების რაოდენობის აღდგენაზე მიდის საუბარი. სამწუხაროდ, მიდგომები არ იცვლება, იგივე მეთოდები გვაქვს და შედეგს, რატომ უნდა ველოდოთ სხვას? 
   სამაგიეროდ, ახალ რეგულაციებს ეხსნება მწვანე გზა, მიკვლევადობა, ინპექტირება..... დაგეგმილია კარგახანია, მორიგი მავნებლობა((.
   ღორზე დიდიხანია ჩვეულ იმედს ვერ ვამყარებთ, სოფელში, მაგრამ საშობაოდ მაინც ვზრდით(სურათი ზევით) ფუტკარიც ღორის კატეგორიაშია გადასული ჩემთვის, მაგრამ თაფლის დეფიციტის არ მემუქრება)) მე უფრო ძროხების მეშინია, დგანან ისინიც ღორის და ფუტკრის გზაზე, კარგახანია((
   ასე, რომ გასაკვირი არაფერია, ფუტკარშიც ზუსტად ისე გვაქვს საქმე, როგორც სხვა დანარჩენში, ქვეყანაში((.
   იმედი მაქვს ფუტკარზე არ ვიტყვი ცოტა ხანი არაფერს. 
   როგორც კი გამოსწორდება საქმე აქა ვარ))