ამ სურათზე 20 დღისანი არიან. პირველი დღეები, პირველი თვე, ძალიან მნიშვნელოვანია ხბოებისთვის. დიდი ყურადღება და მონდომებაა საჭირო. ხბოებიც ვალში არ დაგრჩებიან - შესაბამისი ტემპით იზრდებიან.
აქ უკვე ერთი თვისანი. ხარი არ ყოფნით ერთ ჭამაზე!!!))) ძროხას რძე ხბოსთვისა აქვს. ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ, რომ ცოტა მეტი მოიწველოს.
ასეა საერთოდ. თითქმის სამი თვე ველოდით და სადაა რძე? ორ ხბოს ყოფნის და ისიც ძლივს-ყოველ დღე ეზრდებათ აპეტიტი)). შევიძინეთ სპეციალური საკვები ხბოებისათვის-რძის ფხვნილი, ბატონი მიხეილ ჭიჭაყუას რჩევით და მეათე დღიდან დავუწყეთ კვება. მართალია დააგდეს ოდნავ ზრდის ტემპი, პირველ 2-3 დღეში მაგრამ შემდეგ გამოსწორდნენ.
მხოლოდ დილით ვაძლევთ დედის რძეს-დანარჩენი ჩვენ)).
ორმოცდამეცხრე დღეს 120 კილოგრამი გამოვიდა ორივე ერთად. ჭრელმა აჯობა შავს ცოტათი.
ესეც ტყუპი ბიჭების დედა კ^ტუნია-მაისში გახდება 3 წლის. პირველი გოგო მოიგო. სულ თვალებში გვიყურებს. გამოქანდება კუნტრუშით, როცა საჭმელზე ვუძახი. მაშინ მთლიანად მის კეთილგონიერების იმედზე ვარ)). ღმერთის წყალობით, ჯერ არ დამტაკებია დროზე ჩერდება ყოველთვის.
როდის უნდა დაჭკვიანდეს? როდის გახდება ძროხა? ))) ასე იყო პატარაც)))
ამ და ნებისმიერი სხვა სტატიის განხილვა ჩემი საიტიდან, შესაძლებელია ფეისბუქ ჯგუფში - Tapli.ge(თაფლი.ჯი)