2018 წელს, კოტას პირველი ტყუპის გაყიდვისას 500 ლარი შემომთავაზა-უცხო მყიდველმა, რომ ვუთხარი 1000-ის ქვევით არ გავყიდი მეთქი, სასაცილო რეაქცია ქონდა.... იმავე დღეს, მეზობლებმა: ჩვენ 800-ის მეტს ვერ გადავიხდითო და მომიგზავნეს ქუთაისელი, კაცური კაცი, რომელმაც დაულაპარაკებლად მომცა 1000 ლარი. ეხლაც დავრეკე ქუთაისში, მაგრამ ფასმა დაიკლოო და გადავიფიქრე ხბოების გაყიდვა.
22 ნოემბერს გავწევრიანდი ჯგუფში-საქართველოს მესაქონლეობა, ქვემოთ მოყვანილი და ეს ვიდეო გამოვაქვეყნე, უკომენტაროდ. გაყიდვა აზრადაც არ მქონდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ კინაღამ 3-ივე ერთად დავთმე)).
გამყიდის ჩემი პატრონიო და მეორე დილით, გიორგობა დღეს, ახურდა ჩემი ძროხა. მეტი რა ექნა კოტას, სხვა ნიშანი, როგორ მოეცა, მეც ბოდიში შევუთვალე მყიდველს, გადარჩა კოტა))
ტყუპი დაიბადა 77 კილოგრამი, ქალ-ვაჟი)), მამა ჰოლანდიური იყო(ხელოვნურად), რომ წაიყვანეს, 78-ე დღეს 189კგ. გამოსულან. აზრადაც არ მომსვლია, რომ მყიდველი ინტერნეტით უნდა მეძებნა, არა და ფბ.ჯგუფი თუ არა mymarket.ge-ზე ხომ შემეძლო გამომექვეყნებინა განცხადება....
ასე, რომ ფბ.ჯგუფს-საქართველოს მესაქონლეობა დიდი მადლობა. 100 ზე მეტი მოწონება და უამრავი კომენტარი დავიმსახურეთ-ერთი თვის წინ)). მადლობა მყიდველისგანაც, რომ არა ჯგუფი, ჩემს ხბოებს ვერ იყიდდა. მითხრა: მომეწონაო ხბოები და მოსვლას შეგპირდიო, რომ ვნახე კიდევ უფრო მომეწონნენო))... უბედნიეროს, გაუმრავლოს...
მე ჩამოვთვალე: უცხო, ნაცნობი, ქუთაისელი და ინტერნეტი-ფბ.ჯგუფი. რომ არა ბოლო, ხბოებს ვერ გავყიდდი და ვერც ის იყიდდა, ვისაც ეს ხბოები მართლაც ჭირდებოდა.
ჯგუფიდან გავიგე, რომ ჩემი კოტა ჰოლშტეინი ყოფილა.
გავიგე, რომ ტყუპები სხვადასხვა სქესის არასასურველი ყოფილა((, ეს სიახლე არცერთი პოტენციური მყიდველისთვის არ დამიმალია და ჩემი მხრიდანაც გარკვეულ შეღავათზე წავედი. უკვე ერთი თვეა შევდივარ ხოლმე ჯგუფში და სიამოვნებით ვეცნობი განცხადებებს, კომენტარებს....
კიდევ ერთხელ, მადლობა ფბ. ჯგუფს-საქართველოს მესაქონლეობა, წარმატებებს ვუსურვებ მას და მის წევრებს.
ხარის წელი მოდისო და ყველას სიკეთეს ვუსურვებ, მათი თამადობით, ვისაც ჩემსავით გაუმართლა(დამთხვეულებს )))) და ხარის წელში + კუროს თვეში დაიბადნენ))
ამ და ნებისმიერი სხვა სტატიის განხილვა ჩემი საიტიდან, შესაძლებელია ფეისბუქ ჯგუფში - Tapli.ge(თაფლი.ჯი)