4. ჩავამთავრე აბზაცი. სასაცილოა თუ სატირალი?

oqrowkepla

   აბზაცს მთლიანად ჩავამთავრებ(მომბეზრდა ეს უაზრობა): ,,ფართოდ გამოყენებული მეთოდია - სინჯების აღება შაქრის პუდრის მეშვეობით. ეს მეთოდი ნაკლებად მიახლოებულია სიზუსტესთან მაღალი ტენიანობის პირობებში, როცა შაქრის პუდრას აქვს მიმწებლებლობის უნარი, ანუ ამ შემთხვევაში შაქრის პუდრა ვერ ახერხებს ტკიპის ჩამოყრას და ვერ მოხდება ზუსტი გამოთვლა თუ რა პროცენტითაა დატკიპიანება ზრდასრულ ფუტკრებში. უფრო ზუსტად ამ შემთხვევაში ითვლება ფუტკრის ნიმუშების სპირტში ან საპნიან წყალში ამოვლება, ეს მეთოდი უფრო ზუსტია ვიდრე შაქრის პუდრით." <> ,,The most commonly used nondestructive sampling method is the powdered sugar shake. This method is much less accurate in high humidity conditions when the powdered sugar tends to clump.  The clumped sugar is less likely to dislodge mites, and the method will underestimate the mite load on adult bees. The destructive method involves washing samples of dead bees with alcohol or a soapy water mixture. This method is much more accurate than the sugar shake." აქ წყარო არაგამანადგურებელ და გამანადგურებელ მეთოდებზე საუბრობს, რაც ჩვენმა ა-ი-მ საერთოდ  ზედმეტად ჩათვალა. ეს ერთი შეცდომა(ასე ჯობია). მეორე შეცდომა: წყაროში ახსნილია, რატომაა მეორე მეთოდი უფრო ზუსტი, ა-ი-სტან არა((. მესამე შეცდომა ისაა, რომ ვერსად გაიგებთ ფართოდ გამოყენებულ მეთოდი სადაა ფართოდ გამოყენებული და ვინ იყენემს მას. ვიმეორებ წყარო მითითებული არაა და არც ა-ი. კომენტარებში მხოლოდ რა კარგები და რა მაგრები ხართაა მოსული....ა-ი-სთან ასე იყო ყოველთვის, მის კვალს დაადგა საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება/ Georgian Beekeepers Union და ეს მიუღებელია !!!
   ვიმეორებ, მახსოვს, ეკლესიაში სპეციალურ ლოცვებს კითხულობდნენ, სანამ ხელნაწერის გადაწერას, გამრავლებას იწყებდნენ, რამე არ შეგვეშალოსო...   
ჩვენი ა-ი კი წყაროს არც ერთ წინადედებას არ ენდობა  და გვანებივრებს სურპრიზებით.
   წყარომ იცის რა  დაწერა და ვისთვის. ჩვენს ა-ი-სთან მაქვს შეკითხვა, როცა წერ: ,,მეთოდი დაფუძნებულია წვრილი მტვრის თვისებაზე ჩამოყაროს ვაროა ფუტკრის სხეულიდან"-ო, რომ მიგეწერა ეს ,,წვრილი მტვრის თვისება" , რაზეა დაფუძნებული? არ აჯობებდა? თუ ჩვენთვის ზედმეტი იქნებოდა ამის ცოდნა?  კიდევ 1-2 პრაქტიკული რჩევაც, რომ მიგეყოლებინა,  სხვადასხვა წყაროდან, გვაწყენდა თუ? შენი წყარო 1999 და 2000 წლების ინფორმაციას ეყრდნობა. იცი 10 წელში რამდენი მოხდა?
   
      ამ და ნებისმიერი სხვა სტატიის განხილვა ჩემი საიტიდან, შესაძლებელია ფეისბუქ ჯგუფში - Tapli.ge(თაფლი.ჯი)