ბიფენტრინი,ზონდერი. ფუტკრის დაცვის ღონისძიებები

bifentrini, zonderi.

გუშინ გადმომცეს "ფუტკრის დაცვის ღონისძიებები".  დღეს დილით დავრეკე ცხელ ხაზზე და სპეციალისტთან გავარკვიე ზოგიერთი ჩემთვის გაუგებარი საკითხი:

1: აღიარა, რომ 15 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დროს არ შეიძლებაო შეწამვლა-არასწორია. 40 დღიანი პროგნოზით ასეთი დაბალი ტემპერატურა უახლოეს თვენახევარში არ იქნება.

2: აღიარა, რომ 96-120 საათი, დამატებული  3-5 დღე, რაც სავარაუდოდ შეწამვლას ჭირდება 4-5 კილომეტრის რადიუსში, ფუტკრის ფრენის შეზღუდვა ამ პერიოდში შეუძლებელია.

3: აღიარა, რომ 3-5 დღით ადრე გაფრთხილება მეფუტკრეს ვერაფერს შველის, თუმცა ტელევიზიით... თვეზე მეტიაო ამაზე საუბარი.

4:ამიხსნეს, რომ მოყვავილე მცენარეში ცაცხვი არ შედის, რომელზედაც ამ დღეებში მუშაობს ფუტკარი და მისი დიდი იმედიც გვაქვს, მეფუტკრეებს. ცაცხვს ხომ არ ვწამლავთო, თუმცა მეექვსე აბზაცში ნათქვამია, რომ 200 მეტრი წყალსატევს მოშორდითო, საშიშიაო. ყოველ ცაცხვს, რომელზეც ფუტკარი ზის 200 მეტრით, რომ მოშორდნენ, ბევრად ნაკლები დარჩება შესაწამლი ტერიტორია.

5: მეოთხე აბზაცში ისევ გადაყვანა და იზოლირებაზეა საუბარი, რაც არ გამოდის(.  მთაბარობა არასოდეს მიფიქრია და მზად არც ვარ. 

6: მეხუთე აბზაცში ისევ გადაყვანა და იზოლირებაზეა საუბარი, რაც არ გამოდის(

7: მეხუთე აბზაცის ბოლოში 1-2 დღიანი დეტოქსიკაციის..... ამიხსნა, რომ ძველი(ალბათ საბჭოური) ტექსტიდან, მართლაც არ იყოო გადმოსატანი.

მოცემული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს გავრცელებული დარიგებიდან არათუ არცერთი აბზაცი, ვშიშობ არცერთი წინადადება სწორი არაა((

სპეციალისტს დიდი მადლობა, გულისყურით მისმენდა და მოთმინებით მიხსნიდა. საუბარი ჩაწერილი მაქვს, ნებართვაც აღებული, რომ გავახმოვანებდი, სხვა დროისთვის იყოს.

ფეისბუქზე: გია თაფლი.ჯი , ან სხვა კონტაქტებით, თუ უკეთ გამარკვევთ ან ამიხსნით საქმის ვითარებას, მადლობელი დაგრჩებით.