აკაცია, გლედიჩია(რუსული აკაცია), ციტრუსი... კარგად იმუშავა ფუტკარმა, გაძღა მუშაობით))
იმატა სკის ოჯახში წევრების რაოდენობამ, თაფლმა, ჭეომ და გაყოფაზეც დაიწყეს ზრუნვა.
ჩამოაშენეს სადედეები-გაძღა წელს ფუტკარი სადედეების შენებით))
ამ სურათზე 10-ზე მეტი გამოხრული სადედეა-კონკურენტებს არ ინდობს დედა ფუტკარი.
ამათ უფრო გაუმართლათ))
ნამდვილად სადედოფლო სადედე))
გაძღა(იმედია) ფუტკარი წელს ნაყრის კეთებით
ვერც ერთი ვერ გაექცა მარჯვე მეფუტკრის მარჯვენას ))
ასე ახვეწინა ყველას ახალ სკაში შეშვება))
ჩემთვისაც დაიწყეს საკუჭნაოს თაფლის გადაბეჭდვა, ჩემმა ტკბილმა გოგონებმა, ჩემზეც ზრუნავენ))