ნიშანი

nayari venaxSi

   ფუტკარი 1988 წლიდან გვყავს. მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში დავდიოდი, სოხუმში... ჩვენს და ალბათ ყველა საფუტკრეს სოფელში და რამდენიმეს რაიონში, მეზობელი მეფუტკრე, ბატონი ჯემალი უვლიდა. კარგი პიროვნება, მშრომელი კაცი იყო. გვასწავლა და შეგვაყვარა მეფუტკრეობა.

   არ მახსოვს, დავაზუსტებ და ჩავასწორებ შემდეგში(მგონი 1997წ.)-გაზაფხულზე შვიდი ოჯახიდან ერთმა გამოიზამთრა მარტო-მას შემდეგ ერთ ოჯახზე დარჩენილი საფუტკრე მე გადმოვიბარე. იმ წელს სკების რაოდენობა ოთხამდე ავიდა და 20 ლიტრა თაფლიც ამოვიტანე. ეტყობა კარგი წელი იყო, გამიმართლა)). მაშინ დავიწყე პირველად მეორე კორპუსების გამოყენება, რუსულენოვანმა ლიტერატურამაც დიდი დახმარება გამიწია.

   რუსეთთან მიმოსვლის გართულების შემდეგ (2006წ.) ფუტკრის ოჯახების რაოდენობა 60-ამდე გავზარდე, მაგრამ მაშინაც, როგორც ეხლა, არ იყო ადგილი, სადაც შეიძლებოდა თაფლის ჩაბარება, ჭირდა რეალიზაცია. ამიტომაც პარალელურად სიმინდი მომყავდა, ღორები დავიკავე. 2011 წელი უღალო გამოდგა-აკაციამ გვიღალატა. ზაფხული, შემოდგომა ძალიან ცხელი იყო და გული ვერ დავუდევი ფუტკარს-სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე. იმ წელს პირველად ოქროსწკეპლაზე იმუშავა ფუტკარმა, თან მშვენივრად-შედეგად სტანდარტულმა წამლობამ და დაზამთრებამ არ გაამართლა და 60 ოჯახიდან შემრჩა მხოლოდ ოთხი.

   1. ცუდი ღალა აკაციაზე

   2. ოქროსწკეპლა-აქამდე ჩემთვის უცნობი ღალა.

   3. ცხელი ზაფხული, შემოდგომა, საფუტკრეში ძნელი იყო მუშაობა. (ზედმეტი ჩარევისკენ არ მიწევდა გული)

   შედეგად 60 ოჯახი მოვიდა 4-ზე.

   2011 - ში პირველად გავყიდე 2 სკა. ძალიან იაფად. სახელი არ მახსოვს, გვარად იზორიას მივყიდე, ჩემი თაფლის კარგი მყიდველის მამას, კლიენტი დავკარგე))

   4. სკა გავყიდე ძალიან იაფად.

   შემდეგ გაზაფხულზე-2012-ში ბატონი იზორია მობრძანდა და ფუტკარს ვიყიდდიო კიდევ. შეწუხდა ჩემი ამბავი, რომ გაიგო, წავიდა. სტუმრის წასვლის შემდეგ, იმდღესვე 55 ცარიელი სკიდან პირველში, ფუტკარი შეფრინდა. მეორე დღეს მეორე სკაში შეფრინდა კიდევ ერთი ნაყარი, რიგით მეორეში-პირველის გვერდით, სახლთან ყველაზე ახლოსაა 2-ივე, ეხლაც. მოფრინდა იმდენი რამდენიც ,,მივყიდე  სტუმარს" წინა შემოდგომაზე, არც მეტი, არც ნაკლები. არასდროს არც მანამდე და არც მერე სხვისი ფუტკარი ჩემთან არ მოსულა, არც ჩემი ნაყარი შესულა ცარიელ სკაში-თავისით.

   5. ბ-ნი იზორიას სტუმრობის დღეს პირველ სკაში, მეორე დღეს მეორე სკაში ნაყარი შეფრინდა.

    არასდროს არც მანამდე და არც მერე სხვისი ფუტკარი ჩემთან არ მოსულა. თან მოვიდა მაშინ და ისე დასახლდნენ, რომ შეუძლებელია ამაზე კაცმა თვალი დახუჭო ან ვერ შეამჩნიო.

   60 ოჯახი მყავდა და ღალა არ იყო, მეც გული ამივარდა, არ მივხედე ფუტკარს. გავყიდე 2 ოჯახი - თუ გაყიდვა ერქვა ამას. ფუტკარმა კი იმუშავა, ოქროსწკეპლაზე-იმუშავა, რაც შეეძლო, სულ გადაავსო კორპუსები.... შემდეგი გაზაფხული კიდევ საუცხოო გამოდგა. ძველმა მეფუტკრემ ასეთი აკაცია მე ჯერ არ მახსოვსო...

   6. საუკეთესო ღალა აკაციაზე, შემდეგ გაზაფხულზე, როდესაც ფუტკარი ფაქტიურად არ მყავდა.

   არ დავაფასე ფუტკარი სათანადოდ და შედეგად: 55 ოჯახი ვიზარალე. ვერ გამოვიყენე საუკეთესო ღალა აკაციაზე-კარგი გაკვეთილი მივიღე((

   1+2+3+4+5+6+.....(ყველაფერს ხომ ვერ დავწერ)))   ცხოვრებაში ერთხელ ოქროთი დატვირთული ვირი ადგებაო ყველას ჭიშკარს და არ უნა გაუშვაო ეს მომენტი-მე არ ვეთანხმები ამ გამონათქვამს, მაგრამ : სწორი აზრები მოდის მაშინ, როდესაც სისულელე უკვე ჩადენილიაო...

   ასე, რომ დავაფასოთ უნდა რაც გვაქვს., ყველაფერი.  საიტი  tapli.ge ცხოვრობს, ყავს გულშემატკივარი და დაფასება უნდა ამასაც. ვეცდები უფრო ხშირად გამოვნახო დრო, შევავსო და შევასწორო გვერდები-ჩემთვის ეს არაა ძნელი საქმე, უბრალოდ დროს ითხოვს, ძალიან დიდ დროს: შესარჩევია რა დაწერო, და როგორ დაწერო, რას გადაუღო სურათი და როგორ....ყველაფერს დრო უნდა. დრო კიდევ მთავარი პრობლემაა მგონი...
 

თემა: