ბევრი დრო და თანხა არ დამჯდომია. უჟანგავ ელექტრო გამაცხელებელს(ტენს) დავადუღე უჟანგავი ლითონი, რომელიც ავლესე-გამოვიდა ელექტრო დანა.
ერთმა ელექტრომ ორი დანა გამოანთავისუფლა)).
გამაცხელებელი ელემენტი დამოკლებულია ამიტომაც დენი 220-ზე ნაკლები ჭირდება. მე აკუმულატორის სატენი გამოვიყენე, რომელმაც მშვენივრად გაართვა თავი საქმეს.
თამასებს აცდენილ ფიჭას ადვილად, იდეალურად ათლის. საკუჭნაოს ჩარჩოები უპრობლემოდ დამუშავდა. დადანის ბუდის ჩარჩოების შემთხვევაში სამუშაო სიბრტყე ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურზე შეიცვალოს ჯობია. რუტი არ მაქვს, არ ვიცი.