ფუტკრის ნაყარი

nayari

გაზაფხულზე ფუტკრის ოჯახები დიდი ტემპით ვითარდებიან, იზრდება მათი რაოდენობა. ხშირად ფუტკარი იღებს გადაწყვეტილებას-გაიყოს, დატოვოს სკა, გარკვეულმა ნაწილმა და ნაყარიც გამოდის-ოჯახი იყოფა. თვითონ პროცესი ძალიან მომხიბვლელია, სპეციფიური ხმით... ნაყარს, ძველი დედა ფუტკარი მიყვება. ახალგამოსული ფუტკარი იქვე ახლოს მიაყრის, მოიყრის თავს-როგორც წესი. შემოწმდება -დედა ფუტკრის არსებობა. მზვერავი ფუტკარის მოტანილი ინფორმაციის მიხედვით გადაწყვეტს საით წავიდეს. ნაყარზე გამოსული ფუტკარი ძლიერია, თან მიაქვს საკვების გარკვეული მარაგი-მუცელი სავსე აქვს, ამიტომაც დანესტვრა ასეთ დროს იშვიათი შემთხვევაა.(სავსე მუცელი ვერ მიიღებს ფორმას, რომელიც დანესტვრის დროსაა საჭირო) ნაყარს ხშირად ხმაურით მისდევს მეფუტკრე. არის მოსაზრება, რომ ხმაურის პასუხად ფუტკეარი შეწყვეტს მოძრაობას და სადმე იქვე ახლოს მიაყრის. (ზოგი თვლის, რომ ხმაურით მეზობელს აფრთხილებენ, ჩემი ნაყარიაო. არის მოსაზრება, რომ გარკვეული სიხშირის ბგერები მართლაც ახდენს გარკვეულ ზეგავლენას ფუტკარზე...) ყველაფერი მოსაზრებაა-ჩვენ ასე ვიცით)) ჩემთვის მთავარი მინუსი არის უკონტროლო სიტუაცია-ნაყარს ფუტკარი როცა უნდა მაშინ აკეთებს. თუ წვიმამ ხელი შეუშალა ფუტკრების გამოსვლას-კარგი ამინდის დადგოისთანავე, რამდენიმე ოჯახმა ერთდროულად შეიძლება იყაროს-რაც ართულებს სიტუაციას.

kibe nayris Camosaxsneli

ახალი დედა ფუტკარის შემთხვევაში, ფუტკარი როგორც წესი მაღლა ჯგუფდება. ასეთი სიმაღლიდან ფუტკრის ჩამოყვანა არაა ადვილი-აქ გამოცდილება, ასაკი უარყოფითად მუშაობს))

nayari Sedis skaSI

ნებისმიერ სირთულეს გადალახავს მეფუტკრე და სკას დააბინავებს.

ska SeSvebas itxovs

ამ შემთხვევაში ფუტკარი თითქოს იხვეწება, ითხოვს შეშვებას სკაში-აწეული მუცლით და ფრთების ინტენსიური მუშაობით.

sanayre tomara

ესეც, მთავარი ინსტრუმენტი. სრულად ფუთკარს ვერ ჩავფერთხავთ ტომარაში, მაგრამ დიდი უმეტესობის დაბინავების შემდეგ დარჩენილი ფუტკარი თავისით შეუერთდება მათ, ახალ ბინაში.
ნაყრის გამოსვლის დროს ადვილია დედა ფუტკრის დაჭერა -ის სანამ აფრინდებოდეს, საფრენზე ან სკის კედელზე დარბის. დედის უმისოდ მოღალე ფუტკარი ვერსად წავა და იძულებულია სკაში დაბრუნდეს. შეგვიძლია დედა ფუტკარი დავატყვევოთ გალიაში-ფუტკრები მალე შეამჩნევენ მას და შემოეხვევიან.
ბუნებრივი ნაყრის დროს დედა ფუტკარი ძალიან ხარისხიანი გამოდის, ნაყარი დიდი ენერგიით მუშაობს, სკების რაოდენობა იზრდება-ასე, რომ ფუტკრის ნაყარი სასურველი მოვლენაა, ბევრ საფუტკრეში.