ვარ თუ არა მეფუტკრე, სკის ტიპები, ფუტკრის კვება

bartyi

დღეს მესენჯერით დამიკავშირდა ახალგაზრდა აჭარიდან და შეკითხვები დამისვა. შევპირდი და ვპასუხობ უფრო ვრცლად, ჩემს საიტზე: ვარ თუ არა მეფუტკრე? ჩემი სკის ტიპი? ვკვებავ თუ არა ფუტკარს? ყველა სურათი დღევანდელი გადაღებულია 18.09.17.

zdarovaaa. gia tafli ge anu rogor mefutkre xarttt. rogori iyo wels mosavaliii. ratooo. sad cxovrobttt. tkipas riti wamlavt maqettt. xo me varostops vxmarob am dros daaxloebit. deda futkari xomar gamogyavsss. futkars sherbets awvdi tu kands. tormet charchoian skaze mushaob tu atianzeee.  shenc aseveee (წარმატებები)

ჩემი აზრით, თანამედროვე მეფუტკრე უნდა ამთაბარებდეს ფუტკარს. ზედმიწევნით ერკვეოდეს თანამედროვე პრეპარატებში, რაც ფუტკრის სამკურნალოდ და ავადმყოფობების პროფილაქტიკისათვისაა საჭირო. უნდა იცნობდეს და იყენებდეს მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიებს, ინვენტარს. ესწრებოდეს შეხვედრებს, ეცნობოდეს სიახლეებს...ცხოვრობდეს საფუტკრეთი და თავს მეფუტკედ თვლიდეს.

meputkre-bartyi

ბოლო 4-5 წელია 40-45 სკაზე ვარ გაჩერებული. შარშანწინ საშუალოდ 60 კილოგრამი თაფლი ამოვიღე. შარშან აკაციამ გვიღალატა და მხოლოდ 45-კგ. წელს ერთი გამოტანით 16-17კგ.-ია. ზაფხულში ცუდად იმუშავეს სენაკში. ვფიქრობ ფაროსანაზე შეწამვლებმაც იმოქმედა წელს ფუტკარზე. ჯერ ესაა)).

ფუტკარს არ ვამთაბარებ, არანაირ საკვებს არ ვაძლევ-არც გამაღიზიანებელს და არც სამარაგოს, გამოსაზამთრებელს. დედებზე ცალკე არ ვმუშაობ, არც რძეზე, არც შხამზე. ამიტომაც ამ თემებზე კომენტარებს არ ვაკეთებ. ტკიპაზე აქ წერია. ბოლო წლებში იძულებული ვიყავი კორპუსები გამეახლებინა. ეს ნელ-ნელა ხდებოდა, ასე, რომ დადანი-12 ჩარჩოიანი შემომრჩა. 

meputkre-bartyi1

განათლებით ეკონომისტი ვარ. ფუტკრის გარდა სოფელში მიმაჩნია აუცილებელია საქონლის ყოლა, ვუვლი ვენახს,

meputkre-yurdzeni

აუზი უყურადღებოდ მაქვს, გარე ყანებს ვერ ვამუშავებ-დრო არ მყოფნის.   დროს - არაყის მოდუღებაში, ან კიდევ სხვა საქმეში უფრო მეტს ვხარჯავ, ვიდრე ფუტკარში.  მომავალი წლისთვის  სრულად გადავალ უჯანგავ მასალაზე-მინიმალური ინვესტიციებით. სხვა საქმეებზე ბევრად მეტი ყურადღება მეხარჯება ვიდრე ფუტკარზე. შემოსავლის მთავარ წყაროზე ყურადღებას არ გავამახვილებდი - ჩემის აზრით არაა ეს მთავარი.....

meputkre-bartyi3

დღეს შეკითხვაზე: gia tafli ge anu rogor mefutkre xarttt  ვუპასუხე-მყავს ფუტკარი. 

"რომ მეფუტკრის სახელი გვერქვას, ყველა როდი ვართ ღირსი")))

 

ეს სურათი დღეს ძმამ გადმომიგზავნა სკაიპით, საიტის ადმინისტრირებაშიც გელა მეხმარება.

ფუტკარი ჩემი დიდი სიყვარულია, მადლობა ღმერთს არა ერთადერთი - დიდი გული მაქვს))