სათანადოდ შენახული თაფლი ძალიან დიდხანს არ ფუჭდება. თუ თაფლს ჰაერთან შეხება აქვს ის ადვილად შთანთქავს წყალს, თხელდება და იწყებს დუღილს, სპირტულ დუღილს.
სპირტული დუღილი, ალკოჰოლური დუღილი — მიკროორგანიზმების ცხოველქმედების შედეგად ნახშირწყლების ეთილის სპირტად და ნახშიროჟანგად გარდაქმნის პროცესი.
ეთილის სპირტი, ღვინის სპირტი, ეთანოლი - არის ის, რასაც ჩვენ გრადუსს ვეძახით თაფლის არაყში.... ერთნახადში გრადუსი 30-40%, ორნახადში 50-60%....სახლის პირობებში დამზადებულ დისტილატში ციფრები პირობითია, ვერასდროს იქნება იდეალურად ზუსტი-მიზეზს დავწერ, როგორმე....
ნახშირორჟანგი - უფერული, ოდნავ მომჟავო სუნისა და გემოს მქონე აირია; სიმკვრივე 1,9 კგ/კუბ.მ.;
1 გრ. შაქრის სპირტული დუღილისასა წარმოიქმნება:
- ეთილის სპირტი 0,6 მლ. ან 0,51 გრ.
- ნახშირორჟანგი 247 სმ.კუბი ან 0,49 გრ.
- სითბო გამოიყოფა 0.14 კკალ.
10 კგ თაფლის, არაყად გარდაქმნისას გამოიყოფა ~ 2 მ.კუბი (მოცულობა) ნახშირორჟანგი. თუ ჭურჭელი, რომელშიც სპირტული დუღილი მიმდინარეობს გერმეტულია, მივიღებთ შემდეგ სურათს:
ნახშირორჟანგი, რომელსაც საფუარი გამოყოფს, ზევით, სითხის ზედაპირისაკენ მიიწევს, შემდეგ ჰაერს უერთდება. ამ პროცესს პირობითად დუღილი, სპირტული დუღილი ქვია.
ამ და ნებისმიერი სხვა სტატიის განხილვა ჩემი საიტიდან, შესაძლებელია ფეისბუქ ჯგუფში - Tapli.ge(თაფლი.ჯი)
აქტუალური თემა: თქვენი საფუტკრე საქართველოს რუკაზე, ჯერ მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთია რეალიზებული))