თაფლის ღვინო

taplis gvino.

   თაფლის ,,ღვინოს", გამოხდას თუ არ ვუპირებთ მომავალში არაყად, მაქსიმალური სისუფთავე უნდა დავიცვათ  მისი დამზადებისას, ისევე, როგორც თაფლის ლუდის დროდ.  ვერ გამოვიყენებთ-ფიჭებს, სხვადასხვა  თაფლიან ნარჩენებს. თაფლი სუფთა და აუმჟავებელი უნდა იყოს. სპირტული დუღილის დასაწყებად ღვინის ნალექი შეგვიძლია გამოვიყენოთ, ან კიდევ ყურძენი...  ზოგი, რამ აქაც წერი
   მე პირადად დასალევად თაფლის ღვინოს არ ვიყენებ, მხოლოდ არაყს ვხდი, რადგან დალევას, დათრობა მოსდევს. თაფლის ღვინოთი დამთვრალს კიდევ მეორე, მესამე დღეს ძალიან მიჭირს ჩვეულ საქმეებთან დაბრუნება)).  შეიძლება თაფლის სახეობაა ამოსაჩევი, ან კიდევ ტექნოლოგიაა შესაცვლელი, მე არ მომეწონა თაფლის ღვინო და ექსპერიმენტები ამ მიმართულებით მალევე შევწყვიტე. ვენახს ვუვლი-ყურძენი გაუჩენია ღმერთს ღვინისათვის)).
   
რატომღაც მახსოვს-დიდი დრო უნდაო, თაფლის ღვინოს, რომ დაღვინდესო, დადგესო... 20 წელი და უფრო მეტ დროზე, თან სათანადო პირობებზე იყო საუბარი... არაა საჩემო)).

   არ დავეთანხმებოდი ვიკიპედიას და სხვას,  ვინც:  ფერმენტაციას აბრალებს ღვინის მიღებას, თაფლზე ბოლომდე ჯერ მეც ვერ გავრკვეულვარ)), ბრენდი-ვფიქრობ არც იყო სახსენებელი.
   ერთი სიტყვით, მე ასე ვიტყოდი:
   ღვინო არის ალკოჰოლური სასმელი, რომელიც მიიღება ყურძნის წვენის სპირტული დუღილის შედეგად.

   ამ და ნებისმიერი სხვა სტატიის განხილვა ჩემი საიტიდან, შესაძლებელია ფეისბუქ ჯგუფში - Tapli.ge(თაფლი.ჯი)