შარშანდელთან შედარებით ფუტკარი წელს ნაკლები მყავდა და შედარებით უფრო სუსტი, მაგრამ აკაციის ღალამ ხაზი გადაუსვა ყველა მინუსს და მაისის თაფლით უხვად დაგვაჯილდოვა.
წელს, რომ კარგი ღალა იქნებოდა დარწმუნებული ვიყავი, იმიტომ, რომ ფუტკრის ოჯახების ნაწილი გავყიდე გაზაფხულზე))
დარჩენილები არ გამიბრაზდნენ))
კარგად მოემზადნენ აკაციაზე სამუშაოდ.
კარგად მოემზადნენ და კარგად იმუშავეს კიდეც-სურათი ზევიდან, სახურავგადახსნილი სკა.
სურათი ახლოდან.
კიდევ უფრო ახლოდან.
საკუჭნაოს ჩარჩო. ქვედა ძირი აქვს საინტერესო)) ასე სუფთად, დაუზიანებლად ამოვიტანე.
ესეც სტანდარტული დადანის, ბუდის ჩარჩო.
და კიდევ ბევრი სხვა ჩარჩო.....
....................................
ესეც ჩვენი წლევანდელი, მაისის, აკაციის თაფლი.
ამ და ნებისმიერი სხვა სტატიის განხილვა ჩემი საიტიდან, შესაძლებელია ფეისბუქ ჯგუფში - Tapli.ge(თაფლი.ჯი)