საფუტკრე საქართველოს რუკაზე
Beekeeper.ge
2019 წელს აკაციის ღალაზე ფუტკარმა მშვენივრად იმუშავა. მაისის თაფლიც ბლომად დავწურეთ.
ჩვენი 2018 წლის მაისის თაფლი, საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე უკრაინულ ლაბორატორიაში შეამოწმა მყიდველმა და ამის შემდეგ შეიძინა ჩვენგან.
მაისის თაფლს ვეძახით პირველი ღალის შემდეგ ამოტანილ თაფლს, ჩვენთან ეს აკაციის თაფლია. წელს აკაციამ აპრილში იყვავილა...
წლევანდელი მაისის თაფლი შეიძლება ითქვას აპრილისაა-მაისში ჭამის მეტი არაფერი უკეთებია ფუტკარს)) აპრილში იყვავილა წელს აკაციამ ჩვენთან.
თაფლი ფიჭაში-ასე ინახავს თაფლს ფუტკარი. მობეჭდილ ფიჭაში თაფლი არ ფუჭდება, ინარჩუნებს პირვანდელ სახეს, თვისებებს.
1 ივნისს დავიწყეთ თაფლის ამოტანა