პანიკის საფუძველი ?!

gabriela_lekviT

 

   "პანიკა" მე მესმის, როგორც გაუაზრებელი, უანგარიშო, უკონტროლო.... რეაქცია შიშზე (სტრესზე).  შიშიც რეაქციაა-იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რასაც ვფლობთ.  შიშს გავუმკლავდეთ კიდევ,  ყველას სხვადასხვანაირად გამოგვდის.
   ჩემი აზრით, "პანიკის საფუძველი", სიტყვა-"პანიკა", ტელევიზორიდან, საინფორმაციო წყაროებიდან არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ დღეს ასეა ალბათ საჭირო და მეც გავიმეორებ, თუმცა  ვიგულისხმებ  "შიშის  საფუძველს".
   მქონდა თუ არა "პანიკის საფუძველი", 5 წლის წინ, როდესაც ვთქვი: ფუტკრის ამბავი ცუდად მიდის მეთქი?  მქონია-შარშან შევამცირე საფუტკრე.  წელს კიდევ ახალი რეგულაციები გვემატება,  ახალი "პანიკის საფუძველი".  ჩემი რეაქცია-კიდევ უფრო უნდა შევმცირდე((. არავინ დამიწყოს სწავლება რა და როგორ უნდა ვაკეთო, რეკომენდაციები ცნობილია, მაგრამ თავის მოტყუება არ გამომდის - მე ვაკეთებ იმას, რასაც ცოდნა და გამოცდილება მკარნახობს.
  ვეცადე ჩემი აზრის სხვისთვის გაზიარებას,  დაცვას,  "ეგოიზმი გალაპარაკებსო",  ადგილობრივმა.  ჩამოსულმა  -  "ვირთხის ყასაბი ხარო".  სოფლის პრობლემები, ეგოისტმა სოფლელებმა ვიცით. მათ ვერცერთი ბიზნესმენი, ვერ დაინახავს, იმიტომ, რომ სოფელი და ბიზნესი შორი შორს დგას. ვირთხებს კიდევ ვებრძვით სოფელში, ამასაც ეგოიზმი გვაკეთებინებს, ალბათ.
   გუშინ თბილისში საინტერესო ხალხს შევხვდი, რაც ვუთხარი დამეთანხმნენ, როგორ გაითვალისწინებენ არ ვიცი)). ცოტა იყო დრო და ვცდილობდი მეტი მე მელაპარაკა, იმიტომ, რომ გაეგოთ ჩემი, სოფლელის აზრი. ფაქტია: რაც მათგან მოვისმინე, ჩემთვის ისევ "პანიკის საფუძველი"-ა((.
   ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ჩემი საქმე ჩემი მეურნეობაა და არა ის, ვაკონტროლო ტონობით თაფლი ქვეყანაში საიდან შემოდის.
   "C"- კატეგორიის წყალობით სტუდენტი, სოხუმში ოჯახს ვინახავდი. შარშან უარი  ვთქვი "ცე" კატეგორიაზე, მქონდა "პანიკის საფუძველი".
   ჩამოწერილ მანქანას, მოთხოვნას, რომ უყენებ და ხელოსანი კიდევ ართულებს მდგომარეობას-მუდმივი "პანიკის საფუძველი" გამიჩნდა((
   ბუნებრივ და ხელოვნურ "პანიკის საფუძველ"-ს რესურსები მიაქვს.  შედეგად სოფელი, ქვეყანა იცლება, ესაა ჩემთვის "პანიკის საფუძველი"...
   მითქვია, ვამბობ და ვაკეთებ: მაქსიმალურად ვეცდები, მინიმალურად შემეხოს ნებისმიერი რეგულაცია
   სოფელი სხვაა, ბიზნესი სხვა. სოფლიდან თუ რამე შეიძინეთ, გიხაროდეთ და წაახალისეთ. ეცადეთ ბიზნესმა არ დაახრჩოს სოფელი. ამას არ დავწერდი "პანიკის საფუძველი", რომ არ მქონდეს((
   ძველი არის ნამდვილი და კარგი. ყველაფერ ახალს დიდი სიფრთხილე სჭირდება, მას სიკარგე დასამტკისებელი აქვს საუკუნეებისთვის.
   ტურიზმზე გაგვეხსნას ეგებ გონება(კორონას მეშვეობით), ექსპორტის "სიკარგეზე" ჯერ არ არის საუბარი(მე არ გამიგია). 
   გაბრიელა და მისი ლეკვების სურათი დღევანდელია.
   ბუნება იმაზე ჭკვიანია, ვიდრე ჩვენ გვგონია  -  ეს სხვისგან გადავიღე)). 

  ამ და ნებისმიერი სხვა სტატიის განხილვა, ჩემი საიტიდან, შესაძლებელია
 ფეისბუქ ჯგუფში Tapli.ge(თაფლი.ჯი).