5. შეცდომები, რომლებზეც მივუთითე, ჯერაც არ ჩაუსწორებიათ

zgvari

      საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება/ Georgian Beekeepers Union აქავეყნებს სტატიებს, რომლებზეც უმუშავია Avksenti Aleko Papava-ს. 2 ტექსტიდან შევარჩიე 2 წინადადება, შევადარე მითითებულ წყაროს და აშკარა შეცდომებზე მივუნიშნე კომენტარის სახით, ფბ.გვერდზე. მადლობის ნაცვლად, კომენტარები წამიშალეს. ველოდებოდი ახსნას, მაგრამ არავინ იწუხებს თავს((. გამომაქვს განსახილველად აღნიშნული შეცდომები:
   1. ,,დამღუპველი ზღვარი ვაროას პოპულაციისათვის ფუტკრის ოჯახში სადაც 25 000 – 30 000 ფუტკარია,  შემდეგ რაოდენობრივ მაჩვენებელშია  3 172-დან 4 261 - მდე აგვისტოს თვეში.<> ,,The economic threshold for varroa mite populations in colonies with 25,000–34,000 bees is in the range of 3,172–4,261 total mites in August for the southern United States. "   ჩემი კომენტარი ასეთი იყო ,, ,,დამყუპველი ზღვარი" - გაურკვეველი, ზოგადი, საშიში და მავნებლურია დღევანდელ დღეს მითუმეტეს, როდესაც ხალხს ისედაც თავგზა აქვს აბნეული: ფუტკარზე მეტი მეფუტკრე გვყავს...  წყაროში წერია - ,,economic threshold" - ეს კიდევ სულ სხვა რამეა, კონკრეტული, გასაგები და ჩემთვის და 80% მეფუტკრისათვის საერთოდ არაა საშიში....."
   ,,აგვისტოს თვეში" <> ,,in August for the southern United States."
  ,, წყაროში ავტორი უთითებს ლოკაციას, ჩვვენ როგორ გავაკეთოთ? "

    ესეც მეორე წინადადება, მეორე ტექსტიდან. ,, მამრობითის და მდედრობითი მატლების პროტონიმფები გამოიყურებიან ერთნაირად, მაგრამ დეიტონიმფები და შედარებით ზრდასრულები ადვილად დიფერენცირებადნი (ამოსაცნობი) არიან." <> ,, The larvae and protonymphs of male and female mites look identical, but the deutonymphs and adults are easy to differentiate. "  წყაროში სულ სხვა რამე წერია, სიტყვასიტყვით: ,, ლარვები და პროტონიმფები მამრობითი და მდედრობითი ტკიპების  იდენტურად გამოიყურება, მაგრამ დეიტონიმფები და მოზრდილები ადვილად დიფერენცირებადნი(განსხვავებულები) არიან." იქ ზუსტად არ მახსოვს, როგორ მივწერე, მაგრამ სხვა რა იქნებოდა? გამოაჩინონ კომენტარი და შევადაროთ.
   საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება/ Georgian Beekeepers Union-მა მომწერა, ვისაც ჭირდებოდა ის წაიკითხავსო. მე არ მიხსენებია, არც იშანი მიმიცია რამე,   სტატია არაა აქტუალური, არაა საჭირო, ან კიდევ რამე მისი მსგავსი. მე ვთქვი,  სტატიაში შეცდომაა მეთქი. ასეთი პასუხის შემდეგ მივწერე, რომ ეს უკვე შეგნებულ მავნებლობას უფრო გავს მეთქი.

  Avksenti Aleko Papava-ს მოუწერია(მე საძროხეში ვიყავი): რა არისო, მავნებლობა, ცოდნის გაზიარებაო.  ცოდნა მე გავუზიარე მათ და მე მავნებელი არ ვარ. უაზრობებს შეჩვეული ვარ აა პაპავასაგან, არ გამკვირვებია, სხვას არც ველოდი არაფერს. საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება/ Georgian Beekeepers Union-ისაგან კი არ მოველოდი მსგავს საქციელს(გულის სიღრმეში).

   ერთი სიტყვით, ვიღაცა იტყუება, ცდილობს მეფუტკრეების შეცდომაში შეყვანას. ვინ უნდა იყოს მატყუარა, რა მიზნები უნდა ამოძრავებდეს? არავის გაინტერესებთ?

   ამ და ნებისმიერი სხვა სტატიის განხილვა ჩემი საიტიდან, შესაძლებელია ფეისბუქ ჯგუფში - Tapli.ge(თაფლი.ჯი)