2. ადვილი ცხოვრება ხაფანგია !!!

virtxa

   სოფელში ვიცით თაგვს როდის, სად, როგორი, როგორ დავუდოთ ხაფანგი(სურათი დღევანდელია). ადვილი ცხოვრების მსურველი განწირულია. ვიცით, როგორ ვებრძოლოთ მავნებლებს, გვაქვს გარკვეული გამოცდილება.
   სტატისტიკის სამსახური იყო ჩემთან და ვპასუხობ კითხვებზე, რაც აინტერესებთ. ეხლახან ტყუპი ხბოების ამბავი ვუთხარი(დღეს 1 თვის გახდნენ), მომილოცეს. ცოტახანში დამირეკეს ესევ, რამე ხომ არ გეშლებაო?  არ მიშვებს სისტემა, ვერსად ვწერო ტყუპს.
1tvis_tyupi
  სისტემა არ ენდობა ეტყობა მოხელეებს და ადგილს მხოლოდ მოსანიშნად უტოვებს. ის კი არ ცოდნია, რომ ძროხამ შეიძლება ტყუპი მოიგოს.
   აწარმოე საქართველოს განცხადების შესავსებ პორტალშიც ვნახე შეცდომა, დავურეკე და გადავცემთო პროგრამისტებს. ხდება შეცდომები, მაგრამ, ვინც შეცდომაზე მიგითითებს მაგას მადლობა უნდა უთხრა. მოყვარეს პირში უძრახე....  ჰოდა ნათქვამი მაქვს და ვამბობ, წინათ თუ ინფორმაციის მოძიება იყო პრობლემა, ეხლა მთავარი პრობლემა სანდო და საჭიროს მოძებნა და გამორჩევაა ზღვა, ოკეანე მასალაში.
   სკოლიდან მახსოვს, შესაბამის ლოცვებს კითხულობდნენო ხელნაწერის გადაწერისას, ეკლესიებში, რათა ეშმაკს რამე არ მოეხერხებინა....  არაა ადვილი საქმე, დიდი პასუხისმგებლობაა და ცოდვაა ვინც გენდობა და გამოდის შეცდომაში შეიყვანე. როდესაც გითითებენ შეცდომაზე და არაფერს მოიმოქმედებ, ეს უკვე შეგნებული მავნებლობაა.
   ჩემთვის არაა ახალი ავქსენტი ალეკო პაპავას პიროვნება და არც მოვახდენდი რეაგირებას, რომ არა საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება/ Georgian Beekeepers Union. 
   ეს არ იყო აა პაპავას ფბ.ჯგუფი, რომელშიც როცა უნდოდა და რასაც უნდოდა იმას   შლიდა და ბლოკავდა. იქედან გასული ვარ კარგახანია, მოვიხადე სახადი))
   სამწუხაროდ იგივე პასუხები მივიღე და იგივე მოქმედება  დავინახე საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება/ Georgian Beekeepers Union-ისგანაც. თითო ტექსტში თითო წინადადება შევარჩიე. ორივეში რამდენიმე შეცდომა არის და წყაროსთან შედარებით სულ სხვა რამე გამოდის. მაინტერესებს: 1. რის საფუძველზე წაიშალა ჩემი კომენტარები,    2. ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება? 
   ცოტა დაკავებული ვიყავი და პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი: 1.რა არისო მავნებლობა, ცოდნის გაზიარებაო?   და 2. ვისაც ჭირდება ის წაიკითხავსო.   ვერც-ერთზე პასუხს მე ვერ გაგცემთ, იმიტომ , რომ არაადეკვატური კითხვებია, ჩემს კომენტარებს არ უდგება((, უაზრო და ზედმეტ კამათს კიდევ არ ვაპირებ. ქართულად ნაწერი ვერ გაგიაზრებიათ...   გამოაჩინეთ კომენტარები, მე ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ.
   ხშირად მესმის გაგვატარეთო...    აა პაპავა-ს საყვარელი სიტყვები.  სანამ ჩვენს თავებზე დადიხართ მე ვერ გაგატარებთ.
   ველი პასუხს  საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება/ Georgian Beekeepers Union-ისაგან. 

   ამ და ნებისმიერი სხვა სტატიის განხილვა ჩემი საიტიდან, შესაძლებელია ფეისბუქ ჯგუფში - Tapli.ge(თაფლი.ჯი)