დადანი და წოლელა (ლეჟაკი) - ასეთი სკებით დავიწყეთ მუშაობა. ნელ-ნელა მეორე-ლეჟანკა)) მოვიშორეთ და დავრჩით 435x300(მმ) და 435x145(მმ) ზომის 12 ჩარჩოიან სკების იმედზე.
ძველმა, საბჭოურმა კორპუსებმა უპრობლემოდ იმსახურეს 30-40 წელი. შეიძლება მეტხანსაც ყოფილიყვნენ, სათანადო მოვლა, რომ ქონოდათ. 20-დან 40 ლარამდე ვიხდიდით მეორად სკებში, 10-20 წლის უკან. ბოლო დროს თვითონ დავიწყე მათი დამზადება. დღეისათვის საფუტკრე მთლიანად განახლებული მაქვს.
პირველი კორპუსები თელისაგან დავამზადე, რომელიც ჩვენთან მთაში მოვჭერი და სოფელშივე დავხერხე. მცირე რაოდენობა ჩრჩილმა დააზიანა,
ზოგმაც დეფორმაცია განიცადა, დაჭედვის შემდეგ (ეტყობა არ იყო კარგი გამომშრალი ფიცრები).
ამის შემდეგ გავიმეტე ძველი, ხარისხიანი მასალა ე.წ. რეიკები.
დიდხანს ვხერხავდი ჩემს ,,რეიკებს"...
დიდხანს ვჭედავდი ჩემს კორპუსებს...
ბევრჯერ გამიგია: ,,პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო!!!"...
თავიდან საკუჭნაოები (მაგაზინები) ასეთები გამომივიდა, ადვილად გაკეთებულები.
ცოტა ხანში, გავუთამამდი ჩემს დაზგას და ასეთი დეტალებიც დავამზადე.
ესეც, ჩემი დაზგა. მეორე სიცოცხლეც რომ აჩუქოთ(როგორც მე), საცხებ საპოხში, რომ აცურავოთ-არ გაუთამამდეთ, არასდროს! გახსოვდეთ უსაფრთხოევის წესები!
ესეც ბოლო ვარიანტი. ყველა 145მმ, იმიტომ, რომ 300მმ-იანი ძნელი დასაჭედია უფრო და მძიმეცაა სატარებლად.
,,ფალცებიც" არ გამიკეთებია: 1.არ ვმთაბარობ (თუმცა არ არისო პრობლემა ამბობენ), 2. ბევრად ადვილია ,,უფალცოს" დამზადება. 3. ,,ფალცებ" ამოღებული კორპუსი დროთა განმავლობაში პრობლემური ხდება ფუტკრების ქურდობის მხრივ.