კორპუსები

korpusebi

დადანი და წოლელა (ლეჟაკი) - ასეთი სკებით დავიწყეთ მუშაობა. ნელ-ნელა მეორე-ლეჟანკა)) მოვიშორეთ და დავრჩით 435x300(მმ) და 435x145(მმ) ზომის 12 ჩარჩოიან სკების იმედზე.

korpusebi1

ძველმა, საბჭოურმა კორპუსებმა უპრობლემოდ იმსახურეს 30-40 წელი. შეიძლება მეტხანსაც ყოფილიყვნენ, სათანადო მოვლა, რომ ქონოდათ. 20-დან 40 ლარამდე ვიხდიდით მეორად სკებში, 10-20 წლის უკან. ბოლო  დროს თვითონ დავიწყე მათი დამზადება. დღეისათვის საფუტკრე მთლიანად განახლებული მაქვს.

kikili

პირველი კორპუსები თელისაგან დავამზადე, რომელიც ჩვენთან მთაში მოვჭერი და სოფელშივე დავხერხე. მცირე რაოდენობა ჩრჩილმა დააზიანა,

depormirebulikorpusi

 ზოგმაც დეფორმაცია განიცადა, დაჭედვის შემდეგ (ეტყობა არ იყო კარგი გამომშრალი ფიცრები).

reikebi2

ამის შემდეგ გავიმეტე ძველი, ხარისხიანი მასალა ე.წ. რეიკები.

korpusebi3

დიდხანს ვხერხავდი ჩემს ,,რეიკებს"...

korpusebi4

დიდხანს ვჭედავდი ჩემს კორპუსებს...

korpusebi5

ბევრჯერ გამიგია: ,,პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო!!!"...

korpusebi6

თავიდან საკუჭნაოები (მაგაზინები) ასეთები გამომივიდა, ადვილად გაკეთებულები.

korpusebi7

ცოტა ხანში, გავუთამამდი ჩემს დაზგას და ასეთი დეტალებიც დავამზადე.

korpusebi8

ესეც, ჩემი დაზგა. მეორე სიცოცხლეც რომ აჩუქოთ(როგორც მე), საცხებ საპოხში, რომ აცურავოთ-არ გაუთამამდეთ, არასდროს! გახსოვდეთ უსაფრთხოევის წესები!

korpusebi9

ესეც ბოლო ვარიანტი. ყველა 145მმ, იმიტომ, რომ 300მმ-იანი ძნელი დასაჭედია უფრო და მძიმეცაა სატარებლად.

korpusebi10

,,ფალცებიც" არ გამიკეთებია: 1.არ ვმთაბარობ (თუმცა არ არისო პრობლემა ამბობენ), 2. ბევრად ადვილია ,,უფალცოს" დამზადება. 3. ,,ფალცებ" ამოღებული კორპუსი დროთა განმავლობაში პრობლემური ხდება ფუტკრების ქურდობის მხრივ.