თაფლი ფიჭაში-ასე ინახავს თაფლს ფუტკარი. მობეჭდილ ფიჭაში თაფლი არ ფუჭდება, ინარჩუნებს პირვანდელ სახეს, თვისებებს.
ანათალი - მწიფე თაფლს ფუტკარი ცვილის სახურავით ბეჭდავს, ხურავს. თაფლის დაწურვამდე, ციბრუტით, ხდება ამ სახურავების ათლა. ანათალს (Пчелиный забрус, печатка меда) თან მიყვება თაფლი (Забрусовый мед) , რომელიც მდიდარია ლიზოციმით-ფუტკრებს ის ანტიბაქტერიული თვისებით უზრუნველყოფს, ადამიანებში კი ააქტიურებს იმუნურ სისტემას. თვითონ ანათალი საუკეთესო ხარისხის ცვილია, ფუტკრის სანთელი.
წლევანდელი მაისის თაფლში მეტია აკაციის წილი. თაფლის უფრო ღია ფერისაა, გემოთიც განსხვავდება-შარშანდელთან შედარებით.
ესეც, წლევანდელი თაფლის პირველი გაგზავნა თბილისში, მოვაბით თავი, კარგი ხალხის დახმარებით))