ამ პეპელას ბებიაჩემი მალაქიას ეძახდა, არ გვაძლევდა უფლებას მისთვის რამე დაგვეშავებინა.
მეგრულად ლეხი-ავადმყოფი, სნეული. ლახარა-ავადმყოფობა, სნეულება. მალახია-მასნეულა...
სულ სხვა საქმე იყო-იობი, ხატპეპელა. ძალიან ხშირად ვხედავით, ხის სახლის კედელზე, როგორც წესი-თითქმის ერთსა და იმავე ადგილას. ყველას გვიხაროდა მისი ნახვა.
მსოფლიოში მალაქიას (Бабочка бражник) 1200-მდე სახეობაა ცნობილი. ჩვენთანაც არის წარმოდგენილი.
ის ყველაზე ჩქარ პეპელად ითვლება და ზომითაც პატარა არაა-175მმ-მდე აღწევს გაშლილი ფრთების სიგრძე.
მკვდარი ხშირად მინახავს სკაში, ვერ ვიხსენებ, რომ დინდგელით ბალზამირება მოეხდინოთ ფუტკრებს. ასეთი გამომშრალი ფიტული არ საჭიროებს იზოლირებას))
ამ შემთხვევაში-ვერ მოასწრო გამოსვლა სკიდან და დინდგელის ბარიერის შემადგენელი ნაწილიც გახდა)). თავიდან მეგონა, რომელ სკაშიც მოხვდებოდა-აუცილებლად დაღუპავდა. შემდეგ დავრწმუნდი, რომ ასე არ არის.
ამბობენ ხმას გამოსცემენ დედა ფუტკარის მსგავსსო, ამიტომაც გამოსდით, ხოლმე თაფლის მოპარვა, სკიდან. ვხედავთ, რომ ფუტკართან შეხვედრა, ხშირად პეპელასთვის სავალალოდ მთავრდება.
მე ისინი, ფუტკრის მტრებთან ერთად მოვათავსე საიტზე, თუმცა თავიანთი მცირე რაოდენობით ისინი საფუტკრესათვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.