მალაქია (Бабочка бражник)

brajnik

ამ პეპელას ბებიაჩემი მალაქიას ეძახდა, არ გვაძლევდა უფლებას მისთვის რამე დაგვეშავებინა.
მეგრულად ლეხი-ავადმყოფი, სნეული. ლახარა-ავადმყოფობა, სნეულება. მალახია-მასნეულა...

malaqia_2.jpg

სულ სხვა საქმე იყო-იობი, ხატპეპელა. ძალიან ხშირად ვხედავით, ხის სახლის კედელზე, როგორც წესი-თითქმის ერთსა და იმავე ადგილას. ყველას გვიხაროდა მისი ნახვა.

malaqia_3.jpg

მსოფლიოში მალაქიას (Бабочка бражник) 1200-მდე სახეობაა ცნობილი. ჩვენთანაც არის წარმოდგენილი.

malaqia_5.jpg

ის ყველაზე ჩქარ პეპელად ითვლება და ზომითაც პატარა არაა-175მმ-მდე აღწევს გაშლილი ფრთების სიგრძე.

malaqia_4.jpg

მკვდარი ხშირად მინახავს სკაში, ვერ ვიხსენებ, რომ დინდგელით ბალზამირება მოეხდინოთ ფუტკრებს. ასეთი გამომშრალი ფიტული არ საჭიროებს იზოლირებას))

malaqia_10.jpg

ამ შემთხვევაში-ვერ მოასწრო გამოსვლა სკიდან და დინდგელის ბარიერის შემადგენელი ნაწილიც გახდა)).​ თავიდან მეგონა, რომელ სკაშიც მოხვდებოდა-აუცილებლად დაღუპავდა. შემდეგ დავრწმუნდი, რომ ასე არ არის.

malaqia_11.jpg

ამბობენ ხმას გამოსცემენ დედა ფუტკარის მსგავსსო, ამიტომაც გამოსდით, ხოლმე თაფლის მოპარვა, სკიდან. ვხედავთ, რომ ფუტკართან შეხვედრა, ხშირად პეპელასთვის სავალალოდ მთავრდება.

malaqia_12.jpg

მე ისინი, ფუტკრის მტრებთან ერთად მოვათავსე საიტზე, თუმცა თავიანთი მცირე რაოდენობით ისინი საფუტკრესათვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.