რა ხდება ფუტკარში, მიზეზი 1

mizezi

   ფუტკრის პრობლემებზე კარგახანია ვსაუბრობ, მათშორის სოციალურ ქსელშიც ჩემს საიტზეც. მეფუტკრეობა ბოლო წლებში ძალიან გართულდა და გადავწყვიტე ნაკლები დრო დამეთმო მისთვის. შესაბამისად გავურბივარ ზღვა მასალას, რაც ფუტკართანაა დაკავშირებული. ცხოვრება ბრძოლაა და ვიბრძოლოთ უნდა, მაგრამ თავს ვერ მოიტყუებ, მირჩევნია სხვა ფრონტზე ვიბრძოლო.
   ერთ ერთი  მიზეზი, ჩემთვის: წინათ თუ ქალბატონი ვენერა სტეფანიშვილის  ,,დარიგებით" ვხელმძღვანელობდი, რომელიც მის ,,ვაროკომს" მოყვებოდა(დაწერილი საქმის ცოდნით და დიდი სიყვარულით), დარიგებით, რომელიც ნებისმიერ დროს შემეძლო მიმეღო, მიგვეღო ნებისმიერს, დღეს მსგავსს ვერაფერს ვხდავ((. არ მოვყვები ჩამოთვლას ვინ რას და როგორ გვარიგებს დღეს, ჩემთვის არცერთი არაა მისაღები. 
   დღევანდელი მდგომარეობა ქართულ ფუტკარში ნათლად ჩანს ზემოთ მოყვანილ სტატიაში(სურათი). არ ვაპირებ მის გარჩევას, ვიტყვი უბრალოდ, მსგავსი პოსტებისგან ვცდილობ თავი შორს დავიჭირო და 1. ვშლი მეგობრებიდან მათ ვისთანაც აზრების ჯახმა არაფერი შედეგი მომცა, ან კიდევ ასეთ ჯახში არაფერ აზრს არ ვხედავ, 2.ვაუქმებ გამოწერას, ვისგანაც ჩემთან მსგავსი თემები მოდის.
   მე არ შემიძლია უპასუხოდ დავტოვო, რაც ვიცი და გავატარო, რაზეც მევალება რეაგირება. ვერ მივცემ თავს ასეთი ფუფუნების უფლებას.
   არ მომწონს, როდესაც არაფრად მაგდებენ, კომენტარებს მიშლიან, მბლოკავენ...  ამიტომაც მეც ვბლოკავ მათ)) 
   იგივე მოხდა მოყვანილ პოსტთანაც-გავაკეთე 3 კომენტარი, სამივე წამიშალეს. 
   ჩემს ამ პოსტსაც გავუგზავნი და მერე იმედია მათ არსად გადავეყრები, ზომები მივიღე უკვე))
   მიზეზი 1:  ვთვლი, რომ დღევანდელ სიტუაციას მეფუტკრეობაში, ვერაფრით გამოასწორებენ თვითონ მეფუტკრეები, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია.  ასე, რომ ქვევიდან უნდა მოდიოდესო ხსნის გზები, ამ შემთხვევაში ვერ იმუშავებს!
   P.S. ფუტკრი ხალხზე ყოფილა მინდობილი და ჰესები?

gamarjveba
   სურათი დღეს გადავიღე-28.03.21წ.
   სადაც შეიძლება ბრძოლა, მე უარს არ ვამბობ, მიყვარს გამარჯვება))
   
თუ სწორ გზაზე ვიარეთ დაუმარცხებლები გავხდებით, ამიტომაც გვიშლიან ხელს, ეშინიათ ჩვენი. გაუგებრობებიც შედეგია(( 
   P.S. მთლად ისეთი ცუდები არ ვართ, როგორებადაც გვაჩენენ))