Error message

Deprecated function: The each() function is deprecated. This message will be suppressed on further calls in menu_set_active_trail() (line 2405 of /var/www/admuser/data/www/taplige/includes/menu.inc).

თაფლის არაყი

თაფლის არაყი

   თაფლის არაყს არასასაქონლო თაფლისაგან ვხდით, წელს საარყედ გამოვივიყენეთ ადრე გაზაფხულზე ამოტანილი თაფლი - რომელიც ზამთრობის შემდეგ მორჩა ფუტკარს.

   თაფლის არაყის დამზადება,  როდის გამოვხადოთ საარაყე მასა?,   თაფლის ღვინო, სპირტული დუღილი, ესეც საჭიროა)).

 pirveli wveti
მოსადუღებლად სპილენძის ქვაბს ვიყენებ. პირველ წვეთთან, პირველ სიხარულთან ერთად)), ცეცხლს ვანელებთ და სასურველ ნაკადს ვინარჩუნებთ ესაა და ეს. ჩვენ ჯერ გაზი არა გვაქვს, ასე, რომ ცოტა წვალება გვიწევს-არაყიც უფრო ძვირფასი გამოგვდის)).

degustacia
მთელი მიღებული მასა შეგვიძლია 3 ნაწილად დავყოთ: თავი, შუა ნაწილი და ბოლო. რამე ზუსტი ზღვარის გავლება შეუძლებელია, ამიტომ ხშირ ხშირად უნდა გავსინჯოთ დისტილატი გემოზე და სასურველია, ცალ ცალკე შევინახოთ დანომრილად(რომ არ შეგვეშალოს)-სტუმრისათვის, ძვირფასი სტუმრისათვის....ჩვენთვის)). 
ერთმანეთში არევა ყოველთვის შეიძლება-უფრო შესაფერ დროს.
savse churcheli
არავითარ შემთხვევაში, არანაირი მიზეზით, უყურადღებოდ არ მივატოვოთ ცეცხლი და კიდევ ,,ცეცხლი", თორემ შეიძლება ცეცხლი ,,დაიღვაროს"...... გვაშოროს...
areometri
   ერთნახად თაფლის არაყს(რახს) ჩემთან ცუდი დრო უდგას-ამჟამად. ორნახადი ვარჩიე ბოლო დროს. მეორე გამოხდის, მობრუნების შემდეგ-უფრო მაღალ გრადუსიან დისტილატს ვღებულობთ.  იცვლება, რა თქმა უნდა ორგანოლეპტიკა: მცირდება სუნი, არომატი, გემო... სამაგიეროდ, მეტი შანსია ცოცხალმა გავიღვიძო მეორე დღეს)) 
gazaveba
სასურველ გრადუსზე დასაყენებლად მთელ მასას ერთიან ჭურჭლში ვურევ და შემდეგ მზის სხივებისგან დაცულ ადგილას ვინახავ.))

მაღალი, მაქსიმალური პროცენტით, გრადუსით, ბევრად უკეთ და ადვილად გამოდის ყველაფერი))

    ამ და ნებისმიერი სხვა სტატიის განხილვა ჩემი საიტიდან, შესაძლებელია ფეისბუქ ჯგუფში  - Tapli.ge(თაფლი.ჯი)