ანათალი - მწიფე თაფლს ფუტკარი ცვილის სახურავით ბეჭდავს, ხურავს. თაფლის დაწურვამდე, ხდება ამ სახურავების ათლა ჩვეულებრივი, ან დანებით, რომლებიც ცხელდება-დენით, ორთქლით...ანათალს (Пчелиный забрус, печатка меда) თან მიყვება თაფლი (Забрусовый мед) , რომელიც მდიდარია ლიზოციმით-ფუტკრებს ის ანტიბაქტერიული თვისებით უზრუნველყოფს, ადამიანებში კი ააქტიურებს იმუნურ სისტემას. თვითონ ანათალი საუკეთესო ხარისხის ცვილია, ფუტკრის სანთელი.
აკაციის დროს გამომუშავებული ანათალი თეთრი ფერისაა.
ათლისთანავე ანათალი სპეციალურ ნიჟარაში ხვდება.
კოხტად, ლამაზად ათლილ ანათალს ცალკე გადავდებთ. დანარჩენი ლუდის ან არაყის მოსამზადებად მიდის.
ესეც წლევანდელი - 2017 წლის ანათალი დაფასოებული.