ტკიპა ვაროა 1904 წლიდანაა აღწერილი, ცნობილი. მეთაფლია ფუტკარზე შეამჩნიეს 60 წლის შემდეგ, ცოტა მოგვიანებით საქართველოშიც გამოჩნდა და გვაქვს დაავადება-ვაროატოზი.

2000 წლამდე გვეგონა, რომ ვაროა ჯაკობსონისთან გვქონდა საქმე. აღმოჩნდა - ვაროა დესტრუქტორი....

დედა ტკიპა კვერცხებს ძირითადად ფუტკრის მამალ ბარტყში დებს. გადაბეჭდილი სამამლე ბარტყის ამოჭრით-შეგვიძლია ვაროას ვებრძოლოთ.

ტკიპა ადვილი შესამჩნევია, მაგრამ მისი რაოდენობა ხშირად იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობთ.

დღეისათვის ცნობილი აკარიციდებით, სხვა საშუალებებით, შეგვიძლია წარმატებით ვებრძოლოთ ვაროას და მისგან გამოწვეულ დაავადებას-ვაროატოზს, ვაროოზს, სამწუხაროდ ყოველწლიურად. ჯერ ასეა.