ფუტკრის ბოლო წლებში მთავარ პრობლემად ცნობილი ტკიპა, კაცის ხელის ჩაურევლად არ გაჩენია საფუტკრეს. ეს იყო ჩვეულებრივი, ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე საქციელის შედეგი. ფულის საკეთებლად მეფუტკრეობა, რომ გამოცხადდა ერთერთ პრიორიტეტად, მაშინ დამთავრდა მეფუტკრეობა საქართველოში. დღეს მეფუტკრე უფრო მეტია ჩვენთან, ვიდრე ჯანსაღი და ძლიერი სკა.
საიტი Tapli.ge დიდიხანია გვაქვს და ვცდილობთ გავაზიაროთ სიხარული, რასაც სოფელი გვანიჭებს. ვამბობ, იმას რასთანაც შეხება მაქვს, სხვა თაფლს ვეძახით ყველაფერს რაც ფუტკარს არ ეხება)). ვიმეორებ, ვამბობ იმას, რაც გამიკეთებია, რაც ვიცი. არ გავმდგარვარ გვერდზე, როდესაც რამე არ მომწონებია და ჩემი აზრი ყოველთვის გამომითქვამს, არა მარტო სერიოზულ პრობლემებზე(ჩემთვის), ვცდილობდი მეფუტკრეობის ჯგუფებშიც მეაქტიურა. ფბ. ჯგუფი, რომელიც განსხვავებულ აზრს ბლოკავს, ჩემთვის მიუღებელია და დავტოვე.
რაღაც ინფორმაცია აინტერესებდათ ტელეფონით, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება ვართო. ფეისბუქზე მოვძებნე მათი გვერდი, მოვიწონე, გამოვიწერე და მას შემდეგ ვღებულობდი სიახლეებს. 2 დღის წინ სტატიაში შეცდომებზე მივუთითე, დღესაც ახალ სტატიაში, შევეცადე შეესწორებინათ, რაც არ მომეწონა.... სამწუხაროდ ნაცნობი ხელწერა: უაზრო პასუხები და წაშლილი კომენტარები. ამას აკეთებს „ „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება“ ცხრა იურიდიული (7 სექტორული ასოციაცია და 2 კომპანია) და ცხრა ფიზიკური პირის მიერ 2018 წლის ოქტომბერში დაფუძნებული ქოლგა ორგანიზაცია.
გაერთიანებაში შემავალი ორგანიზაციების რაოდენობა ზრდადია და ამ ეტაპზე მასში უკვე გაწევრიანდა 13 სექტორული ორგანიზაცია (10 ასოციაცია და 3 კომპანია). გაერთიანების ქოლგის ქვეშ ოთხი ათასზე მეტი მეფუტკრეა მთელი საქართველოს მასშტაბით. “
დავგუგლე "არის თუ არა თაფლი შაქარზე სასარგებლო" და 2019-ში დაწერილი სტატია მაჩვენა, ზუსტად იმ სიტყვებით, რაც მზარეულმა თქვა-ალერგენის გამოკლებით. აი სადაა შეცდომები გამოსასწორებელი და არა 1tv-ს მასტერშეფზე, რომლის არსებობაზე, მე გაგებულიც არ მქონდა, მაგრამ იქ მეტი სარგებელი მოჩანს ალბათ, ღირდა ხმაურზე.
ძუკუზე ანეგდოტი მახსენდება: გემს მიხედეთ, თქვე გახარებულებო, გემს-ო, რომ იძახდა. ))((
ამ და ნებისმიერი სხვა სტატიის განხილვა ჩემი საიტიდან, შესაძლებელია ფეისბუქ ჯგუფში - Tapli.ge(თაფლი.ჯი)