ორი ზომის ჩარჩო მაქვს საფუტკრეში: 435x300(მმ)-ბუდის და 435x145(მმ) საკუჭნაოს (მაგაზინის). ბოლო 6 წელია ფუტკრის ოჯახები არ გამიმრავლებია, თუმცა ახალი ჩარჩოები მაინც დამჭირდა - ძველების შესაცვლელად.
ჩვენით თუ ვაპირებთ ჩარჩოების დამზადებას-დაზგის და ხის მასალის უმისოთ არაფერი გამოვა. დაზგა მცირე ზომისაც გვეყოფა, მაგრამ სიფრთხილე მასთანაც აუცილებელია.
ბუდის ჩარჩოსთვის უფრო ძლიერ ნაწილს ვიყენებ: ხუმრობა ხომ არაა- 4-5 კოლოგრამამდე თაფლს უნდა გაუძლოს. საკუჭნაოს ჩარჩოზე იშვიათად ამის ნანახევარიც რომ მოვიდეს.
გვერდითა თამასებზე (ჩარჩოს გვერდები) მავთულის გასაყრელ ხვრელებს ვბურღავ. ბურღი მოქმედებაში ფეხის ჩამრთველით მომყავს.
შეგვიძლია სპეციალური მოწყობილობა (дырокол) გამოვიყენოთ... მეორე, სურათზე ,,ფალცების" ამოსაღებია-მასაც არ ვხმარომ: ფალცებზე უარი ვთქვი.
ჩარჩოების ზედა თამასები ცოტა დათხელებული მაქვს (რაც მასალა მქონდა, სხვანაირად არ გამოდიოდა) ასე რომ ლურსმნები ,,შურუპებით" ჩავანაცვლე
ცოტაც და ჩარჩოები მზადაა...
დიდ ჩარჩოზე 4 პარალელურ მავთულს ვაბამ, პატარაზე-ორს, მათზე შემდეგ ხელოვნური ფიჭა მაგრდება.
ჩემს ბოლო ჩარჩოებს გოფმანის გამყოფი არააქვს (ბევრად ადვილია დამზადება და მასალაც ნაკლები იხარჯება), აქვს დადებითი მხარეც-ნაკლებ ადგილს იკავებენ და გადასატანადაც ადვილია.
ცოტა ძალისხმევაც და ჩარჩოების მთებს გავაჩენთ.
საღი ჩარჩოებიც, მათგან წუნდებული ფიჭის ამოჭრის და სათანადო დამუშავების შემდეგ ისევ სკებში ბრუნდებიან.
ესეც საბოლოო სახე, ჩემი ჩარჩოების. ააშენებს ასეთ ჩარჩოს ფუტკარი, აბა რას იზამს ))