ჩარჩოები

charcoebi

ორი ზომის ჩარჩო მაქვს საფუტკრეში: 435x300(მმ)-ბუდის და 435x145(მმ) საკუჭნაოს (მაგაზინის). ბოლო 6 წელია ფუტკრის ოჯახები არ გამიმრავლებია, თუმცა ახალი ჩარჩოები მაინც დამჭირდა - ძველების შესაცვლელად.

ramkebi_9

ჩვენით თუ ვაპირებთ ჩარჩოების დამზადებას-დაზგის და ხის მასალის უმისოთ არაფერი გამოვა. დაზგა მცირე ზომისაც გვეყოფა, მაგრამ სიფრთხილე მასთანაც აუცილებელია.

ramkebi_12

ბუდის ჩარჩოსთვის უფრო ძლიერ ნაწილს ვიყენებ: ხუმრობა ხომ არაა-  4-5 კოლოგრამამდე თაფლს უნდა გაუძლოს. საკუჭნაოს ჩარჩოზე იშვიათად ამის ნანახევარიც რომ მოვიდეს.

ramkebi_1

გვერდითა თამასებზე (ჩარჩოს გვერდები) მავთულის გასაყრელ ხვრელებს ვბურღავ. ბურღი მოქმედებაში ფეხის ჩამრთველით მომყავს.

dirakoli

შეგვიძლია სპეციალური მოწყობილობა (дырокол) გამოვიყენოთ... მეორე, სურათზე ,,ფალცების" ამოსაღებია-მასაც არ ვხმარომ: ფალცებზე უარი ვთქვი.

ramkebi_14

ჩარჩოების ზედა თამასები ცოტა დათხელებული მაქვს (რაც მასალა მქონდა, სხვანაირად არ გამოდიოდა) ასე რომ ლურსმნები ,,შურუპებით" ჩავანაცვლე

ramkebi_17

ცოტაც და ჩარჩოები მზადაა...

ramkebi

დიდ ჩარჩოზე 4 პარალელურ მავთულს ვაბამ, პატარაზე-ორს, მათზე შემდეგ ხელოვნური ფიჭა მაგრდება.

ramkebi_6

ჩემს ბოლო ჩარჩოებს გოფმანის გამყოფი არააქვს (ბევრად ადვილია დამზადება და მასალაც ნაკლები იხარჯება), აქვს დადებითი მხარეც-ნაკლებ ადგილს იკავებენ და გადასატანადაც ადვილია.

ramkebi_4

ცოტა ძალისხმევაც და ჩარჩოების მთებს გავაჩენთ.

ramkebi_5

საღი ჩარჩოებიც, მათგან წუნდებული ფიჭის ამოჭრის და სათანადო დამუშავების შემდეგ ისევ სკებში ბრუნდებიან.

ramk

ესეც საბოლოო სახე, ჩემი ჩარჩოების. ააშენებს ასეთ ჩარჩოს ფუტკარი, აბა რას იზამს ))