მაისის თაფლს ვეძახით პირველი ღალის შემდეგ ამოტანილ თაფლს, ჩვენთან ეს აკაციის თაფლია. წელს აკაციამ აპრილში იყვავილა, ასე, რომ წლევანდელი თაფლი უფრო აპრილისაა, ვიდრე მაისის))
აკაციის პარალელურად ფუტკარი მუშაობდა ციტრუსზე, ხილზე.... ნიგოზზეც...
2018-ის გაზაფხული უხვი ყვავილობით დახასიათდა, ყველაფერზე კარგად იმუშავა ფუტკარმა. ასე, რომ გაზაფხულის, მაისის თაფლი უფრო პოლიფლორული გამოვიდა.
ფიჭიანი ჩარჩოს შენახვა, ტრანსპორტირება გარკვეულ სირთულებთანაა დაკავშირებული, ამიტომაც მას მცირე ზომებად ვანაწილებთ და მინის ქილებში ვათავსებთ.
ჯერ ასეთ ზოლებად ვჭრით ფიჭას
შემდეგ ასეთ ფორმამდე მოგვყავს ფიჭები.
ესეც საბოლოო სახე ჩვენი პროდუქტის.
შეარგოს ყველას!!!