თაფლის პირველი დაწურვა, გამოტანა 2018-ში

yvavilis tovli

ყვავილის თოვლი.
2017-2018წწ.-ის ზამთარი თბილი, ყინვების უმისოდ გამოდგა. გაზაფხულიც ნაადრევი დაგვიდგა. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული სიძლიერით იყვავილა და ყვავის ხე-მცენარე წელს. 

axali_asenebuli_ficha

წინა გვერდზე მოვიყვანე სურათები, თუ რა მდგომარეობაშია ფუტკარი-მარტის შუა რიცხვებისთვის. გამომრჩა ახალი აშენებული ფიჭა, ეხლა ვამატებ))
cheo_tapli

ფუტკარს საკმაოდ აქვს საკვები...

sakuchnao_axali_taplit

მოაქვთ ნექტარი და ავსებენ საკუჭნაოს ჩარჩოებს

axali_tapli

ასხამენ თაფლს ბუდის ჩარჩოებშიც

sadede_jamebi

სადედე ჯამები ხშირად ხვდება თვალს

sadede_jami

ასეთი სურათი ახლო მომავალში ნაყარს მოასწავებს...

gadasatani_yuti

ვზიდე და ვზიდე სახლში თაფლიანი ჩარჩოები))

budis_charchoebi

ბუდის ჩარჩოები-დადანის ზომის-300მმ.

sakuchnao

ესეც 145მმ.-იანი საკუჭნაოს ჩარჩოები.

akacia_manana

იშვიათად აკაციის და ცაცხვის პერიოდის თაფლი, როგორც ამ სურათის ზედა ნაწილში

manana_suro

ასევე იშვიათად შარშანდელი სურო და წლევანდელი-ახალი თაფლი

oqros_wkepla

რა თქმა უნდა ოქროს წკეპლას ჩაშაქრული თაფლი... ესეც ცოტა რაოდენობით.
ძირითადად მუქი ფერის - მე მცენარეულ მანანა თაფლს ვეძახი, ამოვიტანე.

anatali

ესეც ანათალი. სულ მეუღლეს ნამუშევარია))

და თაფლი-შარშანდელი მოწეული, წლევანდელით გამდიდრებული...

tapli

ერთად ყველას თავი ვერ მოვუყარე, ნაწილი ,,დაიტაცეს"...

barbare

აი, საუკეთესო დაფასება და გასამრჯელო-ბარბარე დავიმეგობრეთ!!!