ყვავილის თოვლი.
2017-2018წწ.-ის ზამთარი თბილი, ყინვების უმისოდ გამოდგა. გაზაფხულიც ნაადრევი დაგვიდგა. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული სიძლიერით იყვავილა და ყვავის ხე-მცენარე წელს.
წინა გვერდზე მოვიყვანე სურათები, თუ რა მდგომარეობაშია ფუტკარი-მარტის შუა რიცხვებისთვის. გამომრჩა ახალი აშენებული ფიჭა, ეხლა ვამატებ))
ფუტკარს საკმაოდ აქვს საკვები...
მოაქვთ ნექტარი და ავსებენ საკუჭნაოს ჩარჩოებს
ასხამენ თაფლს ბუდის ჩარჩოებშიც
სადედე ჯამები ხშირად ხვდება თვალს
ასეთი სურათი ახლო მომავალში ნაყარს მოასწავებს...
ვზიდე და ვზიდე სახლში თაფლიანი ჩარჩოები))
ბუდის ჩარჩოები-დადანის ზომის-300მმ.
ესეც 145მმ.-იანი საკუჭნაოს ჩარჩოები.
იშვიათად აკაციის და ცაცხვის პერიოდის თაფლი, როგორც ამ სურათის ზედა ნაწილში
ასევე იშვიათად შარშანდელი სურო და წლევანდელი-ახალი თაფლი
რა თქმა უნდა ოქროს წკეპლას ჩაშაქრული თაფლი... ესეც ცოტა რაოდენობით.
ძირითადად მუქი ფერის - მე მცენარეულ მანანა თაფლს ვეძახი, ამოვიტანე.
ესეც ანათალი. სულ მეუღლეს ნამუშევარია))
და თაფლი-შარშანდელი მოწეული, წლევანდელით გამდიდრებული...
ერთად ყველას თავი ვერ მოვუყარე, ნაწილი ,,დაიტაცეს"...
აი, საუკეთესო დაფასება და გასამრჯელო-ბარბარე დავიმეგობრეთ!!!