30 ლარი ღირს სენაკში ერთი ასეთი შეკვრა-10 ამპულა ვაროკომი. 35-40 ლარადაც იშოვი თუ მოინდომე)). სულით, გულით, საქმის ცოდნით დაწერილი დარიგება. იმედია ასეთივე მონდომებითაა დამზადებული ემულსია და თავზარს ვცემ ჩემს ვაროა დესტრუქტორს. შეფუთვაზე არ ეყო შ.პ.ს. "დავათის" შემართება-თხელი გამოვიდა ქაღალდის კოლოფები-არასიცოცხლისუნარიანები, მაგრამ კვლავ მოთმინება, მონდომება და 10-15 წუთში გამოსწორებულია საქმე. მეორე კოლოფზე ბევრად ნაკლები დრო დაიხარჯა-გამოცდილება, პრაქტიკა...
საფუტკრეში შესვლამდე 15-20 წუთით ადრე ვამზადებთ მუშა ხსნარს, რათა კარგად, თანაბრად გაიხსნას ემულსია წყალში.
ვაროასთან ბრძოლა საპასუხისმგებლო საქმეა, მაქვს გამოყენებული ფირფიტები ჩასაკრავი, სახელი არ მახსოვს, მაგრამ ვერ შევეწყვე)). მოსკოვიდან ჩამოვიტანე 2005-ში სავარაუდოდ, ბიპინი. ცოტა ხანში დაკრისტალდა სითხის ნაწილი შუშაში. თამარა სერგეევნამ-ვიცითო პრობლემა, ჩვენი ბრალიაო...მოგვიტანე დავიბრუნებთო. ამის შემდეგ არ ვიწვალებ თავს, ვიყენებ ვაროკომს. ვარვას ვერ ვსპობ ბოლომდე)), მაგრამ დიდ ზიანსაც საფუტკრეს არამგონია აყენებდეს. სხვა ახალ-ახალი პრეპარატების გამოყენებას ჯერ არ ვგეგმავ.
სკებს ვათვალიერებ, ჩარჩოებს ვამოწმებ-ღალის წინ, თან ვაროკომით ვამუშავებ ფუტკარს-ტკიპას საწინააღმდეგოდ.
ესეც ბილიკი ზაფხულის ბოლოს დაკარგული, რომ იყო ის.
ასეთ დღეშია ძველი, დაუსახლებელი, უპატრონო)) სკა.
ესეც დღეს 15.09.17.-ში გადაღებული სურათი, ჭეო, ბარტყი კარგადაა, როგორც ზაფხულის ბოლოს, როგორც კიდევ უფრო ადრე. ეს ყველაფერი მასაში, ხომ უნდა გადაიზარდოს როდესმე? სურო დაიწყო ფაქტიურად, ოქროსწკეპლა კარსაა მომდგარი-მასა კი არ მომწონს, ამ დროისთვის ფუტკის რაოდენობა მეცოტავება((. ფუტკრის მცირე რიცხვი ვერც თაფლს მოიტანს და გამოზამთრებაც გაუჭირდება.
ვშიშობ ფაროსანას შეწამვლებმა მაინც იმოქმედა ჩემს ფუტკარზე.
ესეც ჩემი სკის ჭერი, რამდენიმე კონსტუქციის შემდეგ, ამ ვარიანტზე გავჩერდი.
აქამდე გაზეთის დაფარებით ვეხმარებოდი საქმეს.
წელს დაშლილი მუყაოს ყუთებით გადავწყვიტე გაზეთის შეცვლა. იმედი მაქვს უკეთეს შედეგს მივიღებ.
ესეც საბოლოო სახე. რაც ვიცი და შემიძლია, მონდომება, არ დამიკლია და არც დავაკლებ ფუტკარს. ბუნებაზე და საწამლავზეა აწი საქმე, რითიც მავნებლებს ვებრძვით.