დასაწყისი: რატომ შევამცირე საფუტკრე.
ეს სურათი 20 წლის წინანდელია. მისაბმელი ნამდვილი, 30> წლის ,,კროტისაა"-ეხლაც მუშაობს))
იყო დრო, გვქონდა 400 ძირი ვენახი, გვყავდა საქონელი, ფუტკარი, აუზში თევზი, სიმინდი......
ტრაქტორი გავყიდე, სიმინდი 15 ტონა მომიყვანია, მაგრამ მივატოვე. თევზი მამაჩემის შემდეგ არ ჩაგვისვია აუზში. (მე მაშინ სოხუმში ვიყავი და ვერ შევისწავლე, შევიყვარე საქმე(( ).
ფუტკარი მყავს, ვენახი მაქვს,80%-ს მიტოვებული აქვს ცოლიკაურის მოვლა მოშენება ჩვენთან. სხვას, ბევრს არ ჩამოვთვლი, იმის თქმა მინდა, რომ რაც მახსოვს, სამარცხვინო არავის არაფერი ჭირდა. თუ ანეგდოტს არ გავიხსენებთ: ამერიკას კი დავეწიეთ, მაგრამ გასწრება არ ღირსო, ნახავენ რა #### გამოხეულებიც ვართო....
საქონელი შევამცირე, მაგრამ სანიმუშო მყავს, უკეთესი, ვიდრე წინათ. ვენახიც ერთ ერთი სანიმუშოა სოფელში. სიმინდი სანიმუშო(ენგური) მქონდა, როცა მივატოვე. 4 დედა ღორი + კერატი აცრილი მყავდა სანდო(ცალკე თემაა) აცრით, როცა მეზარალა. აფრიკული ჭირის აცრა არ არსებობს. ასე, რომ ერთზე მეტს არ ვიკავებ.ღვინო, ლუდი, არაყი და სპირტი დავხვეწე......ფუტკარზე ქვევით დავწერ. თავის ქებად არ ჩამომართვათ, იმის თქმა მინა, რომ ვიცი, ნებისმიერი საქმის შესწავლას დრო უნდა, რაც მეტი, მით უკეთესი......
ძროხა, რომ 2 ფეხზე დადგება თხასავით, სამარცხვინო არ არის, სოფლისთვის, გუბერნატორისთვის, პრეზიდენტისთვის?
პორტარტურში გამარჯვებულ იაპონელ გენერალს იმპერატორისათვის ნებართვა უთხოვია, თავის მოკვლა დაუპირებია-,,შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ, სასიკვდილო მე ვარო მხოლოდ"-ო, იმპერატორმა....
მე შორსა ვარ პოლიტიკისაგან(ვერ ვიცლი), მაგრამ ვიცი, პასუხს მმართველი ძალა, ქოლგა, ასოციაციები, გაერთიანებები, მეც ვაგებ და ვთვლი, რომ რაც სოფელში ხდება, კარგა ხანია, მავნებლობაა ! შეუგნებელი, უცოდინრობით, ან კიდევ შეგნებული((.
ფუტკარზე ვიტყვი, რომ მეფუტკრედ თავს არასდროს ვთვლიდი, მაგრამ არც ის მიმაჩნია მეფუტკრედ, ვინც შარშანწინ ფუტკარი დაიჯინა, შარშან პირველად დაწურა ნაყიდი ყურძენი და დღეს ძეგლის პრეტენდენტთა სიაშია, რაც საკმაოდ ხმამაღლა განაცხადა, სავარაუდოდ მთავარმა, ჯამბაზმა. არც თაფლი მინდა იმ ,,მეფუტკრესი", არც ღვინო იმ ,,მეღვინესი", არც გამარჯობა იმ კაცის, ვინც ფულის მეტს ვერაფერს ხედავს-,,ვინ აცლის დავარგებასო, იყიდება და რას დავეძებო...." . თავისას საუკეთესოდ ასაღებს და სხვისას აგინებს(მაშინ, როდესაც, რეალური შედარება და შეფასება არც იცის და არც შეუძლია)...... ბაზარი ხომ ჩაიგდო, სამუშაო გაწია, დაიხარჯა... აწი მისია ბურთი და მოედანი... მგონი იგივე ხდება ყველგან და ყველაფერში((. თან მადლობები უნდა ვუთხრათ, ძეგლები დავუდგათ, პატარებს პატარები, დიდებს დიდები, ან კიდევ სხვა რამე...
,,სხვა რა უნდა იყოს?"-ყველა მიიღებს თავისას, კანონია ასეთი.
ავადმყოფობების მკურნალობა ჩემი სუსტი მხარეა, ვთქვი რამდენჯერმე. ღორის აფრიკული ჭირის დროს გავიგე, რომ აუცილებელია კარანტინი, გარკვეული წესების დაცვა.... და ის, რომ, მკურნალობა აკრძალულა.
ფუტკართან რა გვაქვს: კარანტინის ნაცვლად ზღვა ხალხი შემოყარეს და ყველა მკურნალია, ვიღაცას დუსტიც ჩაუყრიაო სკაში.... შედეგი მიზეზიდან გამომდინარეა, ლაუაზიეს კანონი არ ირღვევა!
მათი უმრავლესობა, ვინც ერთხელ მაინც თქვა: ,,ქართული ფუტკარი გაჯერებულიაო ანტიბიოტიკით და მას ექსპორტზე ვერ გავიტანთო", მავნებელია, მაგრამ შეუგნებელი.
შეგნებულ მავნებლებზე რაც საჭიროდ ჩავთვალე ვთქვი უკე აქ: საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებას.
ყვირილს არ ვაპირებ, მე ვალს ვიხდი, უნდა ვთქვა. ვიცი ბევრის სათქმელს ვამბობ, ბევრიც გამიგებს. თუ დაფიქრდა ვინმე, ესეც კარგია.
პირველი წერილი დღევანდელია, მეორე გუშინდელი. რეკლამაში არ ჩამომართვევთ იმედია. დღესაც, ადრე, რომ დიდი სიამოვნებით განვიხილავდი ისეთ თემაზე უარი ვთქვი, სატელეფონო საუბარი მქონდა, დაკარგა ინტერესი ჩემთვის თაფლმაც, თაფლის არაყმაც. ასე, რომ არანაირი რეკლამა.
საიტი მეხმარება ერთგვაროვან კითხვებზე პასუხის გაცემაში. დღესაც გავეცი გარკვეულ კითხვებზა პასუხი, აწი ამ სტატიაზეც მივუთითებ, ხშირად მჭირდება, აქამდეც უნდა დამეწერა((
უნდა ვიბრძოლოთო, რომ მწერს, კაცური კაცი, მართალია, მეც მაგას ვეუბნები სხვებს. იმედ გადაწურული მკვდარია((. თუ რამეს ვაკეთებთ, უკეთესობის იმედით, ღმერთმა ნუ მოგვიშალოს!!!
ბევრი სურათი მაქვს ატვითული, ჩვენთან ჯგუფში: Tapli.ge(თაფლი.ჯი), ყოველ დღე ვათავსებდი ხოლმე, ვაგრძელებ კიდევ)), მაგრამ კომენტარებისაგან თავს ვიკავებ, ბევრი დრო უნდა, ვერ ვიცლი((
დღევანდელ სურათზე ვხედავთ, რომ ძროხები სუსტადაა, სურათი ახალია და ნაცნობმა ესენი კიდევ კარგად არიანო.... სუსტადაა საქონელი, ბარემ ამასაც დავამატებ
საზიზღარი შესახედავია, საშინელი, მაგრამ გამოიზამთრებს და რძესაც მოიწველება.
წარმოიდგინეთ, რა დღეშია ფუტკარი, როდესაც გარკვეული პროცენტი, ოჯახის ჩაქრობის, ნორმად ითვლებოდა ყოველთვის. ბოლო წლებში კი ნორმა უნორმოდ იზრდება.
ასეთი არც რძე მინდა, არც თაფლი, არც ხორცი, ვფიქრობ მესაქონლეობაშიც მსგავსი ამბები ხდება((....
ცნობისთვის, 72-ივემ გამოიზამთრა ჩემთან 2018-19წწ-ში. 2019-ის გაზაფხულზე, პირველად გავყიდე ფუტკარი: მოვიშორე(( ღმერთო მაპატიე!.
შემდეგ 2020-შიც. 2 წელია ფუტკარს ვყიდი, მანამდე არასდროს გაგვიყიდია, მოვრჩი გაყიდვას(რეკლამას არ ვაკეთებ)), თაფლი ჩვენი კლიენტებისათვის ჯერ არ მოგვკლებია(არც ესაა რეკლამა)), აწი არ ვიცი. ის, რომ ყურადღება ფუტკარს მოაკლდება ჩემსგან, ფაქტია. ეს კიდევ თავის შედეგს გამოიტანს((, კანონია ასეთი... ესეც ანტი რეკლამა))
ესეც ჩემი თითქმის 5 წლის, 6 ხბოს დედა, კოტა. 10 დღის წინანდელი სურათია. ესეც, კეთილი სიტყვა))
ოქროსწკეპლა 2020 სლისაა))