შეკითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდები
ფეისბუქის ჯგუფშიTapli.ge(თაფლი.ჯი)
ძველმა, საბჭოურმა კორპუსებმა უპრობლემოდ იმსახურეს 30-40 წელი. შეიძლება მეტხანსაც ყოფილიყვნენ, სათანადო მოვლა, რომ ქონოდათ.
მე ძალიან კმაყოფილი ვარ, პირველი მარტის მდგომარეობით. თაგვები, მხოლოდ გარედან, შორიდან, ახლოს ვერ მოდიან.
სკის ძირი, შევუცვალე ყველა ოჯახს. დაძველდა ძველები, თავისი დრო აქვს ყველაფერს. კონდენსატი, რომელიც სკაში წარმოიქმნება, წვიმა, თოვლი-საბოლოოდ, სკის ძირს უტევს და იწვევს მის ლპობას.
როგორც კი აცივდა თაგვმა შენობებს მოაშურა. თბილ ადგილებს დაუწყო ძებნა. დაუცველი ფუტკრის სკაც იდეალური თავშესაფარია მომავალი ზამთრისთვის.