tapli

თაფლი მობეჭდილ ფიჭაში. ასეთ თაფლს მწიფეს ვეძახით და ვიცით, ის დიდხანს ინახება: საუკუნეები, ათასწლეულები...მინიმუმ მესამედი გადაბეჭდილი თაფლის შემთხვევაში,

mzei

ახალი აშენებული, ახალი თაფლჩასხმული, ახალი მობეჭდვადაწყებული ფიჭა.

pilebi da picha

ბრტყელმა ფირფიტებმა, გრავირების უმისოდ, არ გაამართლა. მატრივოქსის, რეზინის მატრიცები მოსკოვში ( ВДНХ ) შევიძინე, თითქმის 20 წლის უკან და ძალიან კმაყოფილიც ვიყავი. პატარა მოცულობის სამუშაოებისთვის გვყოფნიდა.

charcoebi

ორი ზომის ჩარჩო მაქვს საფუტკრეში: 435x300(მმ)-ბუდის და 435x145(მმ) საკუჭნაოს (მაგაზინის). ბოლო 6-7 წელია ფუტკრის ოჯახები არ გამიმრავლებია, თუმცა ახალი ჩარჩოების მაინც დამჭირდა - ძველების შესაცვლელად.

korpusebi

ძველმა, საბჭოურმა კორპუსებმა უპრობლემოდ იმსახურეს 30-40 წელი. შეიძლება მეტხანსაც ყოფილიყვნენ, სათანადო მოვლა, რომ ქონოდათ.

8 marti
8 მარტს გადეღებული სურათები. სლაიდზე, ბოლო 7-თექისაგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთები.
skis cheri
სკის ჭერი. აქვს პლიუსები, მინუსები....მე ასეთი ვარჩიე.
gazapxuli

მე ძალიან კმაყოფილი ვარ, პირველი მარტის მდგომარეობით. თაგვები, მხოლოდ გარედან, შორიდან, ახლოს ვერ მოდიან.

skis dziri

სკის ძირი, შევუცვალე ყველა ოჯახს. დაძველდა ძველები, თავისი დრო აქვს ყველაფერს.  კონდენსატი, რომელიც სკაში წარმოიქმნება, წვიმა, თოვლი-საბოლოოდ, სკის ძირს უტევს და იწვევს მის ლპობას.

eleqtro xerxi
ელექტრო ხერხი- "პარმა"-ს ახალი სიცოცხლე.

თემა:

Pages