30-ე წელია ფუტკარი გვყავს, ეს დასაწყისია!

nayari venaxshi
akacia
veshapi
akacia

ეს ჩემი ეზოა, ჩემი ფუტკარი და ჩემი აკაცია, რომელსაც სუროსაც არ ვაშორებ და არ ვჭრი საერთოდ, არასდროს, მიუხედავად იმისა, რომ შეშას ვყიდულობ. 
ezo
ესეც სხვა მხარე. მჭიდროდ დასახლებულ სოფელში ფუტკარს არ შეიძლება კარგი ბაზა ქონდეს. მე კიდევ სოფლის შუაგულში ვარ-ცენტრში, ასე, რომ კარგი გარჯა უწევს ჩემს ფუტკარს. მე რაც შემიძლია ვუწყობ ხელს-არ ვჭრი თაფლოვნებს. აზრადაც არ მომსვლია ვისი ფუტკარი ზის ჩემს აკაციაზე, ან სუროზე: ჩემი თუ მეზობლის, არასდროს...
მწირია თუ უხვია, გაგვქონდა თავი ჩვენც და ჩვენს სტუმრებსაც, რომლებიც ბოლო 4-5 წელია სულ გვყავდა სოფელში-არც მათი ვინაობით დავინტერესებულვარ და სკის თუ საფუტკრის რაოდენობით, აქამდე.
ბოლო 4-5 წელია რთულდება ფუტკრის მოვლა ნელ-ნელა. ჩემთვის ეს ლოგიკურია და არ მიკვირს, მოსალოდნელი იყო. ნელ-ნელა შევცვალე მეც პრიორიტეტები: ფუტკარს არ ვუთმობ ძველებურად ყურადღებას, უპერსპექტივო საქმეა და იმიტომ. ეს ჩემი საიტიდანაც ჩანს გაზაფხულის მერე სტატიები "სხვა თაფლს" ეხება ძირითადად. არც სკა დამითბუნებია შესაბამისად, წინა წლებისაგავ განსხვავებით.
ambavi
ეს წუხელ მომწერა მეგობარმა. სახელი და გვარი წავშალე-ძალიან შეწუხებული იყო: რომ ვიყიდო ისევ, რა გარანტია მაქვსო? არა და უფუტკროდ მე არ ვარგივარო....ყველას ასე ჭირსო ირგვლივ.
   დარეგულირდა ფუტკარი, როგორც ღორი-აფრიკული ჭირი, როგორც ძროხა-საძოვრარის სიმცირე, თხილი, სიმინდი... მიზეზები ხელოვნურია თუ ბუნებრივი-მე ვერ დავადგენ. პასუხად მე მოვიშორე 5  ღორი, თავისი გოჭებით, ძროხა ერთი მყავს წლებია, თხილი 3 წელია არ აგვიღია, სიმინდი ეზოში წელს საერთოდ არ დავთესე წამალი და შხამი რომ სკას არ შეხებოდა...
   ფუტკარზეც მივიღე ზომები 5-6 წელია 40  ოჯახი მყავს, წელს 75-ამდე გავზარდე-ეს წელს გავაკეთე, მაგრამ ასე ბევრიხანი ვერ გავძლებ-არ ვარ მზად ამისთვის, ასეთ მეფუტკრეობას არ ვაპირებ. მაგრამ სანამ მყავს, ძალით ხომ არ დავხოცავ? უნდა მოვუარო. შემდეგი ნაბიჯი სიროპი და შაქრის ჭმევაა-ამას კი ნამდვილად არ ვაპირებ((
ასე, რომ ჩემი საფიქრალი და საზრუნავი თავზე საყრელად მაქვს მეც და ანალოგიურად სხვას.
   ასეთ დროს ვინმე მინდია ქავთარაძე აცხადებს, რომ 144 ფუტკრის ოჯახი ყავს ძველ სენაკში. მე შეგნებულად არ მიძებნია, ვის ყავდა ჩვენთან, ვერიდებოდი მაინც ცუდს...
სახელი, რომ გავიგე იმის შემდეგ სხვა გზა არ მქონდა-უნდა დავკავშირებოდი. დავურეკე, ვუთხარი გართულდა სოფელში საერთოდ ცხოვრება და ფუტკარის მოვლაც მეთქი და, რომ არ მიმაჩნდა სწორ საქციელად, რაც მან გააკეთა. 
   გავიგე, რომ მშვენივრადაა ყველაფერში გარკვეული, მე ასე გავიგე, რომ არაფერი ჩემს საწინააღმდეგო არ ქონდა და პირველი მე გავალო, როგორც კი შენს მოთხოვნას იურიდიული ძალა ექნებაო ე.ი. კანონი არ არისო ჯერ, შენ რომ ზურგი გაგიმაგროსო... მსგავსი სიტუაცია თვითონაც ქონია თავის სოფელში და (ერთი სიტყვით: რაც მე მიქნეს, იმას თქვენ გიშვებითოო). არ არისო ეს ტელეფონით გასარჩევი-ხშირად დავდივარო თქვენსკენ და ამ დღეებში  გნახავო.
შევხვდით, მე მათგან ვერაფერი გავიგე იმის მეტი, რომ ერთ-ერთი მათგანი თავის ეზოში ბომბის დადებას აპირებდა, თან საკმაო მოზრდილის (სხეულის მოძრაობით მივხვდი) მაგრამ რა ჩემი საქმე იყო-სად ვანი და სად სენაკი?  წამოვედით მე და ალეკო პაპავა. მე არ ველოდი ასეთ უაზრო შეხვედრას, მგონი არც ალეკო.
მე ვეცდები აქედან ავხსნა ჩემი პოზიცია. ამ დილით დავიწყე და გავაგრძელებ მანამ სანამ ჩავთვლი ამ პრობლემას დასრულებულად.
ყველას დიდი ბოდიში დისკომფორტისთვის წინასაახალწლოდ, მაგრამ საქმე არ იცდის, გადადებას აზრი არააქვს-გაზაფხული მალე მოვა!!!

თემა: